კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანთან არ ითამაშებს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" სეზონის განახლებისთვის ემზადება და დღეს, 2 თებერვალს (17:00 სთ), კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის მესამეადგილოსანი "სოჭი" იქნება.

Sportskeeda-ს თანახმად, ქართველი გარემარბი შეხვედრას ისევ გამოტოვებს. მოგეხსენებათ, ხვიჩა ინდივიდუალურად ემზადება, რის გამოც "ვორონეჟთან" (4:4) და პლოცკის "ვისლასთან" (0:0) არ უთამაშია.

სეზონის განახლებამდე ყაზანელთა მეტოქეები "ხიმკი" (5 თებერვალს), ბათუმის "დინამო" (8 თებერვალს), "კრილია სოვეტოვი" (14 თებერვალს) და მოსკოვის "დინამო" (17 თებერვალს) იქნებიან.

28 თებერვალს, რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, მეათეადგილოსანი "რუბინი" ლიდერ "ზენიტს" ესტუმრება.

altბათუმის "დინამო"

კვარაცხელიას "რუბინს" დაუპირისპირდება

alt"კვარაცხელია "რუბინის" კრიზისის მსხვერპლია - სლუცკი ავტორიტეტს კარგავს" - რუსული მედია

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუუ არადა მაგრა ველოდებოდი დღევანდელ თამაშს @ გაგვაგებინეთ რა ჭირს ამ ბიჭს ? ტრავმა აქვს თუ არა ? ყიდიან თუ არა ?
ტრავმა არ უნდა ქონდეს წესით და მაშინ რაშია საქმე ? საერთოდ ასეთი სიტუაცია მაშინაა როვა ვინმეს გაყიდვას აპირებენ ასე არ ათამაშებენ და ფიზიკურად და მორალურად ამზადებენ ხოლმე ! გაყიდვით ევროპაში ვეღარ გაყიდიან ზაფხულამდე და რჩება ისევ რუსეთი @ მითუმეტეს ისევ გაიჟღერა რომ ზენიტი აზმუნის მაგივრად ხვიჩას დამატებას აპირებსო ! და თუ ეს მართალია მაშინ ეხლა მაინც დაუფიქრდნენ კონტრაქტის პუნქტებს და აბზაცებს ყველაფერს კარგად დააკვირდნენ რომ ეხლა ზენიტს არ ჩაუვარდეს ხელში 4-5 წლით @@
zura222
16:29 02-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული