ბორდალასმა მამარდაშვილი ისევ არ დააყენა სასტარტოში

AutoSharing Option
თბილისის დროით 00:00 საათზე ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩი დაიწყება „ვალენსიასა“ და „კადისს“ შორის. ტრავმირებული იასპერ სილესენის არყოფნისას „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი მაინც არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. „ღამურების“ კარს ხაუმე დაიცავს, რომელმაც გასულ შეხვედრაში უხეში შეცდომები დაუშვა.

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბორდალასმა გოლკიპერების შესახებ შემდეგი განაცხადა: „ჩვენს განკარგულებაში ხაუმე და გიორგია. მეკარეთა მწვრთნელებს ვესაუბრე, თუმცა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ორივე მზადყოფნაშია. გიორგიმ სეზონის დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და სასტარტოში დინამიკის და არა თავისი ბრალეულობის გამო არაა. ის მზადაა გუნდს
დაეხმაროს“.

მამარდაშვილს 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბორდალასს ფუტზალის ჩვენი მაგარზე- მაგარი მეკარე კუპატაძე არ უნახავს ალბათ თორემ წონაზე არ დაიწყებდა ლაპარაკს!
aburjga
21:29 03-02-2022
0
როგორც კი შანსი გაჩნდება წამოდი მაქედან, უფრო დაბალ გუნდში სჯობს ითამაშო ოღონდ რეგულარულად და წარმატება მერე მოვა, უკეთეს გუნდსაც გამოკრავ ხელს
ალეკო
09:46 03-02-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული