პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, „ანორთოსისს“ თამაშის გამწვავება არ აწყობდა, სასურველი სცენარით წარმართა, მატჩი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა და თემურ ქეცბაიას გუნდმა მიზანს მიაღწია.
ფამაგუსტელთა კარს გიორგი ლორია იცავდა.
„ეს უფრო ტაქტიკური ორთაბრძოლა იყო. არ გვინდოდა გოლი გაგვეშვა და მეტოქეს თამაშის საშუალება არ მივეცით. ამ რაუნდში ჩვენი გუნდი ლიგაში საუკეთესო იყო და შემდეგ ეტაპზე გასვლა ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.