“კოდორის ხეობაში გაყინული გვამები გვხვდებოდა, ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეებს… ბაბუა აფხაზეთში დარჩა და იმავე, 1993 წელს დახვრიტეს” - თემურ ლეფსაიას ინტერვიუ

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო ფუნქციონერმა და აგენტმა თემურ ლეფსაიამ "სპორტ-ექსპრესთან" ვრცელ ინტერვიუში შოთა არველაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანო ანანიძის და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დატოვა სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთი.

- ენების ცოდნით ყველაზე მეტად ვინ გაგაკვირვათ?
- შოთა არველაძემ. ლაპარაკობს ქართულად, რუსულად, თურქულად, ინგლისურად, ესპანურად, გერმანულად და ნიდერლანდურად. თან კარგად! მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. როგორღაც საქართველოში სამი დღით ვალერი კარპინი, რომან აღსაბაძე და მე გავფრინდით. სასტუმროს ჰოლში ვიჯექით, ერთმა ნაცნობმა დამირეკა: "მისმინე, შოთაც ქალაქშია". საღამო მშვენივრად გავატარეთ. იმდენი ვიცინეთ, შემდეგ მუცლის კუნთები
გვტკიოდა. სამწუხაროა, რომ "კრასნოდარი" არ ჩაიბარა, თუმცა "ჰალიც" არაა ურიგო.

- თქვენ რამდენი ენა იცით?
- ინგლისური, ესპანური და პორტუგალიური. მესმის იტალიური. დავიწყე სწავლა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვახერხე...

- აგვიხსენით, ხვიჩასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის "სევილია" რატომ დაგიკავშირდათ?
- უბრალოდ მონჩის ვიცნობ, "სევილიას" სპორტულ დირექტორს. ხვიჩას საკითხი წელიწადნახევრის წინ განვიხილეთ. ბიჭს დადებითი დახასიათება მივეცი. დარწმუნებული ვარ, მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. თუმცა, ჩემი აზრით, მისთვის იდეალური ვარიანტი "აიაქსი" იქნებოდა.

- ასე მიგაჩნიათ?
- იქ უამრავ გოლს გაიტანდა. ჰოლანდიაში გახსნილი ფეხბურთია, 4-3-3 სქემა, რომლითაც "აიაქსი" თამაშობს, ხვიჩასთვის იდეალური იქნებოდა. სწრაფია, ტექნიკური, დროულად მიდის დრიბლინგზე. "რუბინიდან" ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატში გადაბარგება რთულია. ერედივიზიონში კი ერთ სეზონში სახელის მოხვეჭა და უკეთეს ლიგაში დაწინაურება შესაძლებელია.

- 2019 წელს ჯანო რატომ არ გადავიდა "ვიტესში"?
- მას ძალიან უნდოდა გადასვლა, ისიც კი არ აღელვებდა, რომ ხელფასის 60%-ს კარგავდა. მაშინ სლუცკი იყო მწვრთნელი და ჯანოთი დაინტერესებული გახლდათ. უარს "სპარტაკიც" არ იყო. საქმე "ვიტესის" იურისტებმა შეაჩერეს.

- ???
- ისინი ჯანოს საიჯარო პერიოდისას მთელი ხელფასის და კიდევ უზარმაზარი ჰოლანდიური გადასახადის, 52%-ის გადარიცხვას ითხოვდნენ. ეს "სპარტაკისთვის" წამგებიანი იყო და ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ.

- როგორი?
- "სპარტაკი" ჯანოსთან" კონტრაქტს გაწყვეტდა. მე როგორც მოთამაშის წარმომადგენელი გარანტად გამოვდიოდი, რომ უკან დაბრუნების შემდეგ "სპარტაკთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა. თავის მხრივ "ვიტესი" გაუფორმებდა კონტრაქტს იმ თანხიდან გამომდინარე, რომელიც მზად იყო მისთვის გადაეხადა.

- რატომ არ მოეწონათ ეს ვარიანტი?
- ის, რომ ეს უკვე იჯარა კი არა, არამედ სრულფასოვნი კონტრაქტი იყო. "სპარტაკი" არაფერს არ იზარალებდა.

- რამ შეაშფოთა "ვიტესი"?
- იურისტებმა დაიჟინეს, რომ არ შეიძლებოდა! თითქოს ფარული იჯარა გამოდიოდა. სულ "რეალის" მაგალითი მოჰყავდათ, სადაც ედეგორი გადავიდა: "ჩვენ მადრიდიდან მშვიდად გადმოგვირიცხეს მთელი ფული. დაე "სპარტაკმაც" იგივე გააკეთოს". ესპანეთში საშემოსავლო გადასახადი 45%-ია, ხოლო რუსეთში - 13%. ასე რომ, "სპარტაკისგან" განსხვავებით "რეალისთვის" სულერთი იყო.

- ჯანოს აგენტი როდის გახდით?
- მოდით, თავიდანვე შევიტან სიცხადეს - მე ჯანოს აგენტი არასოდეს არ ვყოფილვარ. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და არა საქმიანი.

- მაგრამ 2016 წელს მან "სპარტაკთან" ახალი ხელშეკრულება თქვენი მონაწილეობით გააფორმა.
- დიახ.

- და წელიწადში თითქმის 2 მილიონი ევროს გამომუშავება დაიწყო! გაგვიმხილეთ საიდუმლო - როგორ მოახერხეთ ასეთ ხელფასზე შეთანხმების მიღწევა?
- გულახდილად გეტყვით, ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო. "სპარტაკი" ფეხბურთელის შენარჩუნებაზე ოცნებობდა, მას კი არსად წასვლა არ სურდა, კლუბისთვის ხელების გადაგრეხვას არ აპირებდა. ამიტომ კომპრომისი სწრაფად მოვძებნეთ.

- 2020 წელს ჯანო "როტორში" გადავიდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო ერთ თვეში კონტრაქტი გაწყვიტეს. შემდეგ სეზონში თბილისის "დინამოში" 26 წუთი ითამაშა. კარიერის დასასრული ცხრა მთის იქით არაა?
- არა! ჯანოს სახელი კარგა ხანია არ ისმის და ბევრს ჰგონია, უკვე 45 წლისაა. ოქტომბერში 30 წლის გახდება. კიდევ უნდა ითამაშოს და ითამაშოს.

- რა უშლის ხელს?
- ტრავმა. "როტორიდან" იმიტომ წავიდა, რომ მუხლის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მოირჩინა ტრავმა, გააფორმა თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულება და - რეციდივი!

- მორიგი ოპერაცია?
- ამჯერად ართროსკოპიით შემოიფარგლენ. ახლა ჯანო საქართველოს ჩემპიონ ბათუმის "დინამოსთან" ერთად თურქეთში შეკრებაზეა. ჯერ უკონტრაქტოდ. თავად შესთავაზა ხელმძღვანელობას, რომ მოვლენები არ დაეჩქარებინათ: "ვნახოთ, როგორ რეაგირებას მოახდენს ფეხი დატვირთვებზე".

- რუსეთში უკვე არ დაბრუნდება?
- რატომაც არა? ბათუმის "დინამოსთან" ერთად თუ ევროტურნირებზე "გაისვრის", ტრავმას არ მიიღებს - ვფიქრობ, პრემიერლიგაში გაიხსენებენ ანანიძეს. მისთვის ფული ნამდვილად არ დგას პირველ ადგილზე. კარიერის მანძილზე ცოტა არ გამოიმუშავა. ახლა სურს ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღოს.

- ჯანო ქობულეთში დაიბადა, თქვენ კი - სოხუმში?
- დიახ, იქ 12 წლამდე ვცხოვრობდი. 1992 წელს ომი იყო. 1993 წლის ივლისში ზავი გამოაცხადეს. ყველა, ვინც აფხაზეთიდან წასული იყო, უკან დაბრუნდა. ისე მოჩანდა, ცხოვრება დაწყნარდა, სკოლაში წავედი... მაგრამ სექტემბერში ომი განახლდა. ზოგმა ქალაქის შავი ზღვის ფლოტის გემებით დატოვება მოახერხა. საბერძნეთიდან თავიანთი თანამემამულეებისათვის უზარმაზარი გემი გამოაგზავნეს.

- აფხაზეთში ბერძნული დიასპორა იყო?
- დიდი. ყველა გაიყვანეს. ჩვენი ოჯახიდან კი გემზე ვერავინ ვერ მოხვდა. წავედით აეროპორტში და ვნახეთ, როგორ იწვოდა ორი თვითმფრინავი. ერთს დაჭრილები გადაჰყავდა, მეორეს - ლტოლვილები. ორივე "ბოევიკებმა" ჩამოაგდეს. ცხადი გახდა, რომ ალყაში მოქცეული ქალაქიდან გაღწევა მხოლოდ კოდორის ხეობიდან იყო შესაძლებელი. სამი დღე ფეხით მივდიოდით.

- აი, განსაცდელი.
- წარმოიდგინეთ, გაუბედურებული ხალხი ომს გაურბის. დაჭრილები, ქალები, ბავშვები, მოხუცებულები. ყველას საზაფხულო ტანსაცმელი აცვია. სოხუმში ცხელა, 30 გრადუსია, მთებში კი უკვე მოთოვა, საშინელი სიცივეა. ხშირად გაყინული გვამები გხვდება. ღამეს ღია ცის ქვეშ ან მწყემსების სახლებში ათევ, სადაც ყოველი მხრიდან ქარი უბერავს. ცეცხლს ანთებ, ზიხარ და თბები.

- ოჰ...
- ბოლოს სვანეთამდე მივაღწიეთ, სოფელი ჭუბერი. იქიდან სამხედრო ვერტმფერენებს, მათ შორის უკრაინელებისა და სომხებისას ხალხი ქუთაისში გადაჰყავდა. ერთი ჩვენს თვალწინ უფსკრულში ჩავარდა.

- ჩამოაგდეს?
- არა. გადატვირთული იყო. ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე კარვების ბანაკი მოაწყვეს. იქ ვიცხოვრეთ, მერე თბილისში წავედით. საავადმყოფოში. სხვა ადგილი ლტოლვილებისთვის არ მოინახა. ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ომი დასრულდებოდა და დავბრუნდებოდით სოხუმში. როდესაც მივხვდით, რომ ეს არარეალური იყო, რამენსკოეში გავემგზავრეთ, სადაც მამას ნაცნობები ჰყავდა.

- ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქართველთაგან ვიღაც დარჩა აფხაზეთში?
- დიახ. მაგალითად, ჩემმა ბაბუამ თქვა, რომ მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდა, არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია და დარჩა. იმავე 1993 წელს დახვრიტეს.

- სოხუმში თქვენს სახლს რა მოუვიდა?
- ალბათ, იქ ვიღაც ცხოვრობს. კარგი სახლია, ზღვის პირას, ქალაქის ცენტრში.

- თქვენ 1993 წლის შემდეგ სოხუმში იყავით?
- არა. გული არ მიმიწევს. აფხაზეთში ბევრი მეგობარი მყავს, ისინი ჩემს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ... მაგრამ სახლში სტუმარივით გამგზავრება? არ მინდა!

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერ ვხდები როგორ შეიძლება რუსეთში იცხოვრო როცა მაგ რუსებმა ჩააგდო მთელი ოჯახი ეგეთ დღეში. მამამისმა სხვა წასასვლელი არ იცოდა. ეს რით ვერ ხვდება სხვაგან წასვლას.
3
ეს რუსეთი რომ დაგიჩემებიათ. ბელგიაში რა უქნეს ჩაკვეტაძეს, არადა რუსეთის ჩემპიონატი ბელგიაზე წინ დგას. ჯანოს ორ მილიონს უხდიდნენ. რამდ3ნი ჩამოგითვალოთ ვინც რუსეთში ფყლი იშოვა და ითამაშა.
გრიგოლი1408
21:38 05-02-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული