მამარდაშვილი "ვალენსიას" სასტარტოში დაბრუნდა და კარი მშრალად შეინახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სოსიედადს“ დაუზავდა - 0:0.

ამ მატჩში „ღამურების“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, რომელმაც ბოლოს 22 სექტემბერს ითამაშა. ქართველი დღევანდელ შეხვედრაში დამაჯერებელი იყო და ამას უკლებლივ ყველა სპორტული ესპანური გამოცემა აღნიშნავს.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, თამაში ხშირად ჩერდებოდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ბასკურ გუნდს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ შეტევაში ჩართული მცველის, ნორმანის მიერ თავით დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმში თამაში უფრო ლამაზი სანახავი გამოდგა, ორმხრივი იერიშებით მიმდინ
არეობდა, პორტუს ახლო მანძილიდან გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება (თამაშგარეც დაფიქსირდა), მასპინძლებმა ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ვალენსია. „მესტალია“. 31 351 მაყურებელი
ვალენსია - სოსიედადი 0:0

„ვალენსია“ 30 ქულით მე-11 ადგილზეა და 13 თებერვალს გასვლაზე „ალავესს“ შეხვდება, იქამდე კი 11 თებერვალს თასზე სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძირითადში რომ არ დააყენეს წინა მატჩებში და აქაური გულშემატკივარი წერდით დინამოში დაბრუნდი სათაშო პრაქტიკა გექნებაო ეგ ხალხი სად ხართ?
Semi
20:33 06-02-2022
1
რატომღაც თითქოს დამაჯერებლობა აკლია და დაბნეულია . დროა დაძლიო ეგ შიშები და შენ თავზე ბოლომდე იმუშაო. წარმატებები, მთელი ქვეყანა გბალეშციკობს იცოდეეეეეეეეეეეეე....................
სტალინი
19:21 06-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული