ვერ აჩერებენ, ვერა - ქვილითაიამ დუბლით აელ-თან თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ქართველების „აპოელმა“ სტუმრად აელ-ი 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები მე-18 წუთზე ბალდემ დააწინაურა, 21-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ თავით ანგარიში გაათანაბრა, 35-ე წუთზე აელ-ი მილინკეანუმ ისევ წინ გაიყვანა, 66-ე წუთზე მაგლიკამ თანაფარდობა კვლავ აღადგინა, ხოლო 75-ეზე ქვილითაია ორ მცველს გასცდა, მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ისე, მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამი მომენტი ვერ გამოიყენა. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე 7, თასზე კი 2 გოლი გაიტანა.

ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო და 90-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა 66-ე წუთამდე
ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 26-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„აპოელი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 თებერვალს გასვლაზე „პაეეკს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ. დიდი წარმატებაა. უბრალოდ რეალიზების ხარისხი მაინც ძალიან დაბალი აქვს სამწუხაროდ. 3 ისეთი გააფუჭა მაღალი დონის ფორვარდი ერთსაც რომ არ უნდა აფუჭებდეს.
თემო
02:43 08-02-2022
0
2 გაიტამა ისეთი საიდანც არავინ არ მოთხოვდა რატო ვერ გაიტანეო რო გაემაზა … და 3 იმენა ცარიელ კარში გააცილა :)) მაინც საღოლ ქვილით …
bejo
19:15 07-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული