ვერ აჩერებენ, ვერა - ქვილითაიამ დუბლით აელ-თან თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ქართველების „აპოელმა“ სტუმრად აელ-ი 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები მე-18 წუთზე ბალდემ დააწინაურა, 21-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ თავით ანგარიში გაათანაბრა, 35-ე წუთზე აელ-ი მილინკეანუმ ისევ წინ გაიყვანა, 66-ე წუთზე მაგლიკამ თანაფარდობა კვლავ აღადგინა, ხოლო 75-ეზე ქვილითაია ორ მცველს გასცდა, მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ისე, მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამი მომენტი ვერ გამოიყენა. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე 7, თასზე კი 2 გოლი გაიტანა.

ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო და 90-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა 66-ე წუთამდე
ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 26-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„აპოელი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 თებერვალს გასვლაზე „პაეეკს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ,მეტიც შეეძლო გაეტანა.
დევკალიონი
10:34 07-02-2022
1
დაუშვილი შეცვალეს 66 წუთზე
ლშა_იუვენტინო
01:56 07-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული