28 წლის ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა კორეის მე-2 ლიგის ბინადარ "ჯეონამ დრაგონსის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
კლუბმა გვაუწყა, რომ 198 სმ სიმაღლის ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც სიმაღლის მიუხედავად, ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და მას ფეხით კარგად შეუძლია თამაში.
ფეხურთელის წარდგენისას "ჯეონამის" სოციალური ქსელის გვერდზე ასევე ვკითხულობთ, რომ ნიკოლოზი პოლონეთში, რუსეთსა და კვიპროსში თამაშობდა, სადაც ჯამში 165 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი შეაგდო.
წარდგენის შემდეგ კომენტარი თავად კაჭარავამაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ აზიაში გადაბარგებამდე ამ ჩემპიონატზე აზრს ვაკო ყაზაიშვილს დაეკითხა, რომელიც "ულსანში" ბურთაობს.
სავარაუდოდ, კაჭარავა შემტევ ტრიოს 32 წლის ბრაზილიელ ფორვარდ ჯონათან ბალოტელისთან და ლეონარდ პლანასთან ერთად შექმნის, რომელიც "დრაგონსმა" ასევე ახლა დაიმატა.
კორეის მეორე ლიგა 19 თებერვალს დაიწყება.