ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ „დერბისთან“, რომლის მწვრთნელი უეინ რუნია.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 32 ქულით მე-19 ადგილზეა და 12 თებერვალს ლიდერ „ფულჰემს“ უმასპინძლებს.
შოთას ხელმძღვანელობით, „ჰალ სიტიმ“ სამი ჩატარებული მატჩიდან 1 მოიგო, ორი კი წააგო.
დერბი. „პრაიდ პარკი“. 22 595 მაყურებელი
დერბი - ჰალ სიტი 3:1
გოლები: 1:0 ფორსაიტი (19), 2:0 ლოურენსი (38), 3:0 ებოსელე (47), 1:3 ფორსაიტი (65, საკ. კარში)
ეს ერთი რაც შოთას სასიკეთოდ მეტყველებს და მეორე- სად მიაღწია შოთამ წარმატებას? უზბეკეთში უზარმაზარი ბიუჯეტით.ტყებუჩავა და აჩი რო ისეთ ხელფასზე ჰყავდა ცეკვა-თამაშის ხასიათზე იყვნენ და ფლავის ლიგაც მოიგეს 2ჯერ.
თურქეთში არცერთი გუნდი არ მომწონდა შოთის სამწუხაროდ(არც სხვებს მოსწონდათ თორე დარჩებოდა)
მესამე რაც არ მომეწონა-ჯეოთიმის გადაღებულ ვიდეოს ვუყურე ვარჯიში რო ჩაატარა მიკროფონით და ნეტავ არ მენახა,შოთიმ ბაზარი არ არი ფეხბურთი იცის,მაგრამ საშინელი გადმოცემის უნარი აქვს.სადღაც გამიხარდა კიდეც რო იმ ბიჭების ადგილას არ ვიყავი-რაღაცას თხოვდა და ვერ უხსნიდა.და სადღაც გულის სიღრმეში გამიხარდა რო ნაკრებში არ დათანხმდა(მე მგონი "პროექტ სანიოლსაც" კი ვერ აჯობებდა)
დანარჩენი ვნახოთ-მე მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ,ჩვენი ქართული სისხლი და ხორცია და ჩვენი სიამაყეა.ქარმაც შენთვის დაუბეროს და მზემაც შენთვის გაანათოს შოთი-კრიტიკისთვის ბოდიში