სლუცკიმ ხვიჩაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში "რუბინმა" "კრილია სოვეტოვი" 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი ანდერს დრეიერმა შეასრულა, თითო გოლი კი ინ ბომ ხვანმა და გეორგი ზოტოვმა გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ დისკომფორტის გამო შეცვალეს. მისი მდგომარეობა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განმარტა.

"კვარაცხელიას მუხლი აწუხებს და ამის გამო მხოლოდ მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ეს ტრავმათა პერმანენტული სახეობაა. არ შეიძლება მისი ერთ წამში მორჩენა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე თამაშობს ტკივილით და აქვს სახსრის ან მყესის პრობლემა. კვარა ამ დისკომფორტში ყოფნას უნდა შეეჩვიოს", - ციტირებს
სლუცკის ყაზანური კლუბის საიტი.

ჯერ უცნობია,
რამდენად სერიოზულ დისკომფორტს განიცდის ხვიჩა და მიიღებს თუ არა 17 თებერვალს მოსკოვის "დინამოსთან" სპარინგში მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგით რაააა, აცადეთ ამ ბიჭს მიხედოს თავისს საქმეს. ყოველ ნაბიჯზე პანიკიორობა და გაბუქება არ უნდა რაა. 21 წლის ბიჭია ტოო, ჯერ ბავშვია თავის ემოციებთან აქვს ბრძოლა. ხან ერთ გრანდზე იწერებოდა ხან მეორეზე, ეხლახანს ვუსმინე სლუცკის და 1 დოლარი არავის შემოუთავაზებიაო. ათასი თავქარიანია, ვიღაცა რაღაცას წამოაყრანტალებს არ ნიშნავს რომ ამაზე სტატია უნდა დაიწეროს. ხვიჩა იმას უნდა, ხვიჩა ამას უნდა, ხვიჩას კუჭი აეშალა, ხვიჩა რატომ არ არის ხასიათზე... მოდი ვაცადოთ და და დაველოდოთ, მჯეროა რომ ეს ბიჭი წარმატებებს მიაღწევს და ბევრჯერ გაგვახარებს;)
ბექა
21:42 14-02-2022
6
დისკომფორტით და ტკივილით თამაშს თუ შეეჩვევა ან დააძალებენ ძაან ცუდად დამთავრდება ეგ. იმედია სმენია ამაზე და რამე გაეგება.
რა სისულელე თქვა მწვრთნელმა,მაგისთვის შეიძლება არაფერია თამაშებს თუ ჩაატარებს დისკომფორტით მარა ეს შეიძლება დამღუპველი იყოს.

!!!!
01:58 15-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული