თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში "რუბინმა" "კრილია სოვეტოვი" 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი ანდერს დრეიერმა შეასრულა, თითო გოლი კი ინ ბომ ხვანმა და გეორგი ზოტოვმა გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ დისკომფორტის გამო შეცვალეს. მისი მდგომარეობა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განმარტა.
"კვარაცხელიას მუხლი აწუხებს და ამის გამო მხოლოდ მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ეს ტრავმათა პერმანენტული სახეობაა. არ შეიძლება მისი ერთ წამში მორჩენა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე თამაშობს ტკივილით და აქვს სახსრის ან მყესის პრობლემა. კვარა ამ დისკომფორტში ყოფნას უნდა შეეჩვიოს", - ციტირებს
სლუცკის ყაზანური კლუბის საიტი.
ჯერ უცნობია,
რამდენად სერიოზულ დისკომფორტს განიცდის ხვიჩა და მიიღებს თუ არა 17 თებერვალს მოსკოვის "დინამოსთან" სპარინგში მონაწილეობას.
რა სისულელე თქვა მწვრთნელმა,მაგისთვის შეიძლება არაფერია თამაშებს თუ ჩაატარებს დისკომფორტით მარა ეს შეიძლება დამღუპველი იყოს.