Eldesmarque: მამარდაშვილს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და შეიძლება ძირითადი მეკარე გახდეს

AutoSharing Option
Eldesmarque-მა "ვალენსიას" საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარას წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ კლუბს რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მართებს; ყველაფერი, როგორც ყოველთვის, იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ ადგილზე გავა გუნდი საბოლოოდ ლა ლიგაზე, თუმცა უეჭველია, კვლავ ამაოება ელის.

გამოცემამ დეტალურად განიხილა მოსალოდნელი ტრანსფერები და ჩვენთვის საინტერესო, გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივასაც შეეხო:

"მოუკარ დიაჰაბის, იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს კონტრაქტები 2023 წელს უმთავრდებათ. ამიტომ მათ მიმართ გადაწყვეტილება უკვე ახლავეა მისაღები. ზაფხულში ისინი ან გაახანგრძლივებენ ხელშეკრულებებს, ან წასვლა მოუწევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ერთ ევროსაც ვერ მიიღებს.

აქ მწვრთნელის სიტყვა გადამწყვეტი იქნება. ხოსე ბორდალასმა და კლუბმა უნდა გადაწყვიტონ, არჩევანი მათზე გააკეთონ თუ საინტერესო წინადადებების მიღების შემთხვევაში გაასხვისონ. ამ შემთხვევაში შანსი გიორგი მამარდაშვილსა და კრისტიან რივეროს მიეცემათ. ეს საკითხი ცენტრალური და ყველაზე რთულია - ქართველი მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოიყვანეს, მისი კონტრაქტი მხოლოდ ნახევარ მილიონ ევროდ გამოისყიდეს, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და შესაძლოა, მომავალ 4 სეზონში გუნდის ძირითადი გოლკიპერი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამარდას პირველ ციკლში-იმ 6 თამაშში აშკარად მუხლები უკანკალებდა(გასაგებიცაა).
ახლა უფრო გაბედული მეჩვენება,მაგრამ მაინც შიში აქვს(იცის შეცდომა არ ეპატიება და იმიტომ)
ცოტა ხანში დაძლევს-სათამაშოდ ისე გავა როგორც უბანში გადიხარ ბურთის გასაგორებლად,სიამოვნებისთვის და მერე გახდება მაგარი მხეცი მეკარე
Levani
16 თებერვალი 2022 15:02
1
აშკარაა ახლა არა, მაგრამ მომავლისთვის გიორგი მამარდაშვილი სურთ იხილონ ვალენსიის ნომერ პირველ მეკარედ. ასეც იქნება, თუ რამე სასწაული არ მოხდა. წარმატებები ვუსურვოთ გიორგის ლა ლიგის ერთერთ ტოპ კლუბში ვალენსიაში!
....
16 თებერვალი 2022 02:03
0
ბიჭო კაით რა :) დაიწყეთ ისევ?! სილესენი სანამ არ გაიყიდება ვინ მიასუნინებს დანარჩენ მეკარეებს?! ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ რომ სილესენი ტოპ 20 მეკარეშიც შედის დღეს.. ტიპი სტაბილური და მაგარი სევებითაა და მამარდას ჯამში 9 მატჩიაქ ათასი ხარვეზით.. მომავალი კაიაქ მარა ახლა ძირითადი არ გამოდიის
ქართველი
15 თებერვალი 2022 22:54
8
რამდენი აქვს ხელფასი?
თორნიკე
15 თებერვალი 2022 22:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული