As: მამარდაშვილმა "ალავესთან" შესანიშნავად ითამაშა

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიაში" ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა, ლა ლიგაზე "ალავესთან" შეხვედრაში კი ის "მუნდო დეპორტივომ" თავის გუნდში საუკეთესოდ მიიჩნია, ვინაიდან უშეცდომოდ და საიმედოდ ითამაშა.

As-მა მიმოხილვაში ფეხბურთელების შეფასებაში მეკარის გარჯა დადებითად შეაფასა:

"ქართველის შესანიშნავი თამაში. პირველ წუთზე ლუმის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა. გოლამდე ესკილანტეს დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ შემდეგ ლუმის გოლისგან გუნდი ვერ იხსნა. ნახევარი საათის მერე დუარტესაც არ გაატანინა. მეორე ტაიმში "ალავესს" პენალტის გარდა მის კარში არ დაურტყამს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
შესანიშნავად რომ ეთამაშა გოლს არ გაუშვებდა! ანუ გამოდის, რომ ითამაშა.
ლუკა
13:29 14-02-2022
22
ისე ცუდად ითამაშა ვალენსიამ, ერთ ქულასაც არ იმსახურებდნენ. გოლის ეპიზოდშიც ძალიან კარგი ბურთი მოიგერია და მცველებს თუ სძინავთ ეგ მეკარის ბრალი არაა. მგონი სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარეს, მითუმეტეს იმ გუნდთან რომელსაც 3 თვეა არ მოუგია... გიო, ასე გააგრძელე!
Loco
10:44 14-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული