ქართველი მცველი იტალიაში წარმატებით გამოდის

AutoSharing Option
იტალიის სერია "დ"-ში უკვე 23 ტური გავიდა, "მოლფეტა" კი მე-8 ადგილს იკავებს. სანამ ეს ინფორმაცია გაგაკვირვებთ, გეტყვით, რომ ამ გუნდის ღირსებას 21 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლობჯანიძე წარმატებით იცავს. მიმდინარე სეზონში მან 15 შეხვედრა გამართა და 1 გოლის გატანაც შეძლო. ლობჟანიძე სამჯერ გააფრთხილეს კიდეც.

ქართველი მცველი ამჟამინდელ კლუბში 2021 წლის ზაფხულში მივიდა. ლუკა (3-4-1-2 სათამაშო სქემაში) მარცხენა ცენტრალურ მცველად ასპარეზობს, მისი სიმაღლე კი 185 სმ-ია. ლობჯანიძე მანამდე "კასარანოში" გამოდიოდა, რომელსაც სერია "დ"-ში გადმოსვლაში დაეხმარა. როგორც გავარკვიეთ, 21 წლის ფეხბურთელი საქართველოში
"ავაზაში" თამაშობდა.

altნაკრებზე მეოცნებე პატარა ქართველი ბიჭი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" [VIDEO + PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
სერია "ჰ"შიც ყოფილა ვიღაც ოფშკვითელი და იქნებ მასზეც გვითხრათ რამე.
ქუთაისი
15:43 16-02-2022
39
დურმიშხან სალაზარია თამაშობს კიდევ იტალიაში, მთლად სერია D-ში არა, სერია "ჭ"-ში, გუნდი 29 ადგილზეა, მაგრამ დურმიშხანი დაცვის ბურჯია და წარმატებულია. იმაზეც დაწერეთ რამე.
zaz197
15:22 16-02-2022
14

სიახლეები პოპულარული