"რუბინმა" შესაძლოა, "ფიორენტინას" შემტევი შეიძინოს - "ხვიჩაც წასვლაზე ფიქრობს"

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში ტრანსფერების განხორციელება 22 თებერვლამდეა შესაძლებელი. sportbox-ის თანახმად, "ფიორენტინა" ყველანაირად ცდილობს, მათი 30 წლის ფორვარდი ალეკსანდრ კოკორინი სამშობლოში დააბრუნოს.

"იების" შემტევმა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც მოსკოვის "სპარტაკიდან" სერია "ა"-ში გადაბარგდა, მხოლოდ 9 შეხვედრაში ითამაშა და თავი არ გამოუჩენია. რუს ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან იწვევენ, ყველაზე კარგი პერიოდი 2008-16 წლებში, მოსკოვის "დინამოში" ჰქონდა.

sportbox-ი პრემიერლიგის ყველა გუნდის ვარიანტს განიხილავს, ყაზანის "რუბინთან" დაკავშირებით კი წერს:

"დესპოტოვიჩის "არსენალში" წასვლის შემდეგ ლეონიდ სლუცკის ერთგვარი რევანშის სურვილი ამოძრავებს და მას კოკორინის
შეძენა სჭირდება. კიდევ ერთი ფორვარდი, ივან იგნატიევი, იჯარით"კრილიაში" გადაბარგდა. წასვლაზე ხვიჩა კვარაცხელიაც ფიქრობს.
უკეთესი კანდიდატის შერჩევა რთული იქნება."

altითამაშებს თუ არა ხვიჩა? - "რუბინი" VS "დინამო" დახურულ კარს მიღმა


მკითხველის კომენტარები / 1 /
დრაიერის ფანებო, დღეს თქვენმა სუპერგმირმა ვერა და ხვიჩამ კი გაუტანა მოსკოვის „დინამო“-ს. ვიზიარებ!
ქომაგი
20:43 17-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული