საკუთარ მოედანზე "ანორთოსისთან" 0:2 დამარცხება მტკივნეულად აღიქვეს აპოელ-ის ფანებმა და იმის ნაცვლად, რომ თავისი გუნდის მიმართ გამოეხატათ უკმაყოფილება, გადაწყვიტეს, ჯავრი მეტოქეზე ეყარათ.
ისინი გზაში "ანორთოსისის" ავტობუსს დაუხვდნენ და ქვებით მინები ჩაუმსხვრიეს. ინციდენტის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები იქნა გამოძახებული.
ამის შესახებ protathlima იტყობინება და დამადასტურებელ ფოტოებსაც აქვეყნებს.
ქეცბაიას სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - "ანორთოსისმა" ქართველების "აპოელს" სძლია
ლორია: ფანტასტიკურია - მეგობრების წინააღმდეგ ძალიან მოტივირებული ვიყავი