სლუცკი "ზენიტთან" სავარაუდო შემადგენლობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, გოლი გაიტანა და "რუბინს" მარცხისგან თავი აარიდებინა (2:2). მატჩის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ გვერდთან ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა:

- მაღალი ინტენსივობის შეხვედრა იყო და ორივე გუნდის მცველები ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ, ბევრი ჯარიმა ვნახეთ...

- პირველ ტაიმში ჩვენი შემადგენლობა ჩემპიონატში სავარაუდო სასტარტო  თერთმეტეულია?


- ჯერჯერობით ის შემადგენლობა არ გამოკვეთილა, რომელსაც პრემიერლიგის უახლოეს შეხვედრაში დავეყრდნობი, ჯერ კიდევ ექსპერიმენტების დროა, სადაც ტაქტიკასა და კომბინაციებს ვამუშავებთ...

ტესლენკო და აბშანცევი კარგი ახალგაზრდები არიან, რომლებიც მაკაროვისა და
სამოშნიკოვის გზით მიდიან. ტესლენკომ ხელშეკრულების გაგრძელება ნამდვილად დაიმსახურა..."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "კრილია სოვეტოვთან" მუხლში დისკომფორტი იგრძნო და შეცვალეს, მოსკოველებთან კი ცვლილებაზე შევიდა. "რუბინი" კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, რის შემდეგაც "ზენიტს" დაუპირისპირდება.

altკვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, საჯარიმოში შეიჭრა და მოსკოვის "დინამოს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ხუმრობა ხუმრობაში, კაცი გვყავს ტოპ ჩემპიონატში,თანაც არც რუსეთის ჩემპიონატიდან გადასული და არც ევროპის რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატიდან გადასული,არამედ საქართველოს დაქცეული ჩემპიონატიდან,გგულშემატკივრობ მამარდ აბა შე იცი
გიორგი
16:53 18-02-2022
2
თანაც კვირას შეიძლება ბარსელონას წინააღმდეგ მოუწიოს თამაში მამარდას,ტიპი ზღაპარშია
სოსო
17:38 18-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული