"ჰამბურგმა" ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის უხმო, მაგრამ ვერ დაიტოვებს

AutoSharing Option
"გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" გადასვლისთანავე აღინიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს ანუ ზაფხულში ბელგიაში უნდა დაბრუნდეს. გიორგი ძალიან მონდომებულია, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს თავი მოაწონა და შესანიშნავი პრესა აქვს. ამიტომ უკვე დაიწყო საუბრები მისი დატოვების შესახებ, თუმცა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა "ზანდჰაუზენთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ HSV-ს ქართველის შესაძენი თანხა არ აქვს. ამის შესახებ Frankfurter Rundschau იტყობინება.

Hamburger Morgen post-ის ცნობით, ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის ოთხი თვით უხმეს, მისი შეძენის ვარიანტი არ არსებობს, თავად არ სურს თავის "მძიმე
ბელგიურ დროებაზე" ილაპარაკოს, ძალიან უნდა სათამაშო დრო გაეზარდოს, "ზანდჰაუზენთან" კი ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით არ იქნება და შეცვლაზე შევა, ვინაიდან 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გიორგის 4 თვე აქვს იმისთვის რომ აღიდგინოს ფორმა და ჩაჯდეს ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში მწვრთნელებს და გულშემატკივარს ვარჯიშებზე და თამაშებზე უნდა დანახოს თავისი შესაძლებლობები და გამოსყიდვა და ა.შ ეგ იმაზეა დამოკიდებული როგორ ითამაშებს გიორგი ჰამბურგში და მოუტანს თუ არაა სარგებელს კლუბს ყველაფერი მსაზეა დამოკიდებული მთავარია იშრომოს თავი არ დაზოგოს და ნელ ნელა ჩაჯდეს ძირითადში და შედეგიანად ათამაშდეს სეზონის ბოლომდე დიდი დროა ეს დრუ სრულიად საკმარისია ფორმის აღდგენისთვისაც და ძირითადში მოხვედრისთვისაც წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი
00:21 19-02-2022
0
ფაქტია,რომ გენტი ჩაკვეს ვერ იყენებს,ასე რომ ზაფხულში,შესაძლოა ფასის დაკლებაზეც დათანხმდეს და ჰამბურგი შესძლებს,მის გამოსყიდვას.გენტთან კონტრაქტი ხომ 2023წლის ზაფხულამდე აქვს.მთავარი ალბათ,მაინც გიორგის სურვილი იქნება.თუ გიორგიმ ფორმა აღიდგინა და ჰამბურგიც ბუნდესლიგაში დაბრუნდა,2 მილიონზე ხმას აღარავინ ამოიღებს.ჩვენ მაინც ხომ ვიცით მისი შესაძლებლობები.
სოსო
23:10 18-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული