ჩაკვეტაძის 45 წუთი და გამოუყენებელი სუპერ მომენტი - "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" ესტუმრა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, გოლი პასკალ ტესტროეტმა მე-15 წუთზე გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოვიდა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა.

"დინოზავრებმა" ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, მატჩის მიწურულს გიოს შესანიშნავი შანსი, როდესაც რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, თუმცა კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა.

ასე თუ ისე, მატჩი ფრედ დასრულდა, ამ მომენტისთვის "ჰამბურგი" 41 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, ბრემენის"ვერდერი" წინააღმდეგ
ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაგარი მომენტი გააკეთა უნდა დაგვირგვინებულიყო გოლით მარააინც კარგია ნელ ნელა კრეფს ფორმას სითამამეს და თავდაჯერებულობას იბრუნებს ყველაფერი კარგად იქნება წარმატებები გიოს.
2
მე არ ვარ ფეხბურთის დიდი მცოდნე მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ორწელიწადნახევარი ფეხბურთელი, რომ ტრამვა ექნება და წესიერად ვერც ივარჯიშებს და ვერც ითამაშებს დასჭირდება დრო ფორმის ასაკრებად და არამხოლოდ ფიზიკური ფორმის ფსიქოლოგიურადაც მე რასაც ვხედავ ჩემი არაპროფესიონალური თვალით წინა თამაშთან შედარებით დღეს გაცილებით უკეთესი მატჩი ქონდა უფრო მეტი დროც მიიღო ძალიან მაგარი მომენტი შექმნა თავად შექმნა და რამდენიმე კარგი პასი და დრიბლინგიც გაკეთა ძველებურ სითამამეს და გამბედაობასაც ნელ ნელა იბრუნებს და ეს ვფიქრობ კარგია ეგ ნიშნავს იმას რომ ჩაკვე მუშაობს
ვარჯიშობს შრომოს ინდომებს და ცდილობს თამაშდან თამაშამდე მოუმატოს რათა მეტი დრო მიიღოს და დაიმკვიდროს ადგილი გუნდში.
გიორგი
20:01 19-02-2022
2

სიახლეები პოპულარული