გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" "ზანდჰაუსენს" ესტუმრა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, გოლი პასკალ ტესტროეტმა მე-15 წუთზე გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოვიდა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა.
"დინოზავრებმა" ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, მატჩის მიწურულს გიოს შესანიშნავი შანსი, როდესაც რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, თუმცა კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა.
ასე თუ ისე, მატჩი ფრედ დასრულდა, ამ მომენტისთვის "ჰამბურგი" 41 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, ბრემენის"ვერდერი" წინააღმდეგ ჩაატარებს.