მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
იმენა გულშემატკივარს ვაკვირდები და ყველას ერთისულიაქ თქვან გოლი არიყო გიორგის ბრალიო.. მთავარი კი გოლის გაშვება კიარაა? მთავარი თავდაჯერებულობა და სტაბილურობაა.. დაცვის სწორი მართვა,გამოსვლებზე თამაში, ბურთის თამაშში შეყვანა ისე რომ არ დაიკარგოს.. ბოლო მცველის დაზღვევა.. და იმ ბურთების მოგერიება რომელიც მისი ბრალი არ იქნება ამ ყველაფრის მერე თუ მოვიდა უკვე ტოპი ხარ :) ვინც უყურა მატჩს ბარსას რომ გაეშვა 3 გოლი არც ტერ შტეგენს დააბრალებდნენ, იტყოდენ არ იყო მისი ბრალიო,მაგრამ ტოპ მეკარეა და არც დიდ მატჩად ჩაუთვალეს..
ქართველი
20 თებერვალი 2022 22:51
3
ვერ მოვახერხე ყურება და როგორ ითამაშა გიორგიმ?(4 გოლში მისი ბრალიც იქნებოდა,იმედი მაქვს რომ ცოტა და მისი გუნდელებიც რო არ დაგლეჯდნენ ამასაც ვხვდები)
Levani
20 თებერვალი 2022 21:43
2
კიდევ ერთხხელ გიმეოორებთ ფეხბურთს პროფესორებო. საჯარიმო მოედნის გარედან დარტყმული ბურთი, იქვე საჯარიმო მოედნის გარეთ! რომ შეიცვლის მიმართულებას, კარგი მეკარე ვალდებულია ამ ბურთის მოგერიების! ვინმე ფეხბურთის სპეციალისტს მაინც ჰკითხეთ თქვე ოჯახაშენებულებო...! მე-4 გაშვებული გოლი აშკარად გიორგის ბრალი იყო! ასეთი კომენტარებით დათვურ სამსახურს უწევთ! ახალგაზრდა მეკარეა, რა უყოთ რომ გამოცდილება აკლია ასეთ მაღალ დონეზე თამაშის! მომავალი მის ხელშია! წარმატებები ვუსურვოთ!
....
21 თებერვალი 2022 07:13
4
მშრალად რომ შევხედოთ - კარში დაარტყეს 6-ჯერ, გავიდა 4 გოლი. ცუდი მეკარე ხართ, თუ ასაღები ბურთებიდან გაუშვებ გოლს. საშუალო - თუ ასაღებს დარტყმებს აიღებ და გასაშვებს გაუშვებ. კარგი მეკარეა თუ გასაშვები ბურთებიდან რაღაცას აიღებ მაინც. ეხლა ვიკითხოთ ამ ყველაფერში მამარდა სად ჯდება? ვგულიშემატკივრობ და სულაც არ ვარ ჩასაფრებული, მაგრამ "ურა-გულშემატკივრებად" არ უნდა ვიქცეთ
გიორგი
21 თებერვალი 2022 16:39
0
პირველი სამი კარგი, მართლა ვერ დაბრალდება, მაგრამ მეოთხე ბურთი ნაღდად შეეძლო და და უნდა აეღო თუ ამ დონის გუნდში თამაში სურს.
KING EDVARD
20 თებერვალი 2022 23:07
3
არა შეჯდა მწყერი ხესა
კიშვარდა
20 თებერვალი 2022 22:04
29
მწვრთნელების ბრალია დაცვის ცუდი თამაში. უნდა ასწავლონ პოზიციის შერჩევა და ერთმანათთან სწორი და დროული ჩანაცვლება და ურთიერთობა.
ქ. გ.
21 თებერვალი 2022 05:21
1
აწი დიდი ხნით დაემშვიდობება ძირითად შემადგენლობას...
Dato
20 თებერვალი 2022 23:57
28
ბოლო გოლი მამარდაშვილის ბრალია აშკარად შუაში დარტკმული გაუშვა სირცხვილია გააგდონ რა სადმე გარეჯი ზუგდიდის მეკარედ წავა რა რა ლა ლიგა გაგიჯდა ეს ხალხი ? დინამოში არ მიიღებენ მაგას
მაკა
21 თებერვალი 2022 13:51
22
ადამიანი ნუ იქნები ასეთი ღრძო!
გეგი
21 თებერვალი 2022 16:10
0
მეოთხე გოლი, თუ შენიშნეთ რიკოშეტის შემდეგ გავიდა, ამიტომ "შუაში გაუშვა" არასწორი შეფასებაა, ბარსელონელ ობამეიანგს ზურგზე რომ არ მოხვედროდა ბურთი,მაშინ გიორგი უპრობლემოდ აიღებდა.
"ობიექტური შემფასებელი"
21 თებერვალი 2022 14:54
1
ოტხიდან სამი გოლი მაგის ბრალია((((
ika
21 თებერვალი 2022 12:47
10
რომელია სამია მაგის ბრალი, გამჭოლ გადაცემებზე მცველებს რომ თავდამსხმელები ასწრებენ თამაშს?

ერთადერთი მეოთხე გოლია, სადაც შეიძლება მეკარის გაკრიტიკება. თუმცა ისიცაა რომ იდეალური დარტყმული გაუვარდა პედრის, ძლიერი, ოდნავ აჭრილი და მეკარის ზემოდან რომ ეშვება კარში. მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა ალბათ და ოდნავ სწორი პოზიციის შერჩევის შემთხვევაში შეიძლება აეღო კიდეც, თუმცა დარტყმა იყო ძალიან მაგარი. რაც შეეხება სხვა გოლებს, ის მცველების ბრალია და არა მეკარის.
მხოლოდ მეოთხე
21 თებერვალი 2022 13:27
2

სიახლეები პოპულარული