მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
მამარდაშვილმა კარგად ითამაშა დაცვა არ ვარგოდა.
gio
20 თებერვალი 2022 21:38
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული