თათრეთის 50 ჩინებული სასიძო - მათ შორის კვარაცხელია და სლუცკია

AutoSharing Option
business-gazeta-მ თათრეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 50 ყველაზე სასურველი სასიძო დაასახელა. მათ შორის არიან მილიარდერების მემკვიდრეები, ამბიციური ჩინოვნიკები, კულტურის მოღვაწეები და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები. ამ კატეგორიაში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, "რუბინის" ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე და უბრალოდ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია (21 წლის, მერწყული). მის პოტენციურ გულის რჩეულს არ გაუადვილდება, რამეთუ "კვარას" მთელი თავისი ცხოვრების საქმიდან ყურადღების გადატანა ადვილი არ არის. ამ სეზონს ხვიჩა კარგად ვერ ატარებს, ისევე, როგორც მთელი "რუბინი",
მაგრამ ევროპიდან მასზე მოთხოვნა შენარჩუნებულია. სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე ზაფხულში ინგლისში გაემგზავრება, იქ კი ფეხბურთელების შემოსავლები გაცილებით მაღალია. ხვიჩას მოძებნა ძალიან ძნელია. ქართველისთვის კლუბის ბაზის დატოვება დიდი მოვლენაა, იქიდან ხშირად არ გადის. ჯერ მისთვის უფრო საინტერესო თავის ოთახში PlayStation-ის თამაშია.

ლეონიდ სლუცკი

"რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი (50 წლის, კურო) - სიაში განქორწინებულთა შორისაა. ჰყავს ვაჟიშვილი, უკვე ზრდასრული და დამოუკიდებელი. თავად სლუცკი ყაზანში ცხოვრობს, ქალაქს შესანიშნავად ეკიდება. მედიის ნამდვილი ვარსკვლავია, რომელიც თავისი ყოფნით არა მარტო კლუბისადმი ინტერესს იწვევს, არამედ მთლიანად რეგიონისადმი. მისი ნახვა "რუბინის" თამაშებსა და პოპულარული "იუთუბარხების" გადაღებებზე შეიძლება. მისი მომავალი შესაძლო გულისსწორი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ სამუშაო ძალიან ბევრ დროს ართმევს, მით უმეტეს, ახლა, როდესაც "რუბინი" სატურნირო ცხრილის მეორე ნაწილში ფართხალებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მას შემდეგ რაც რუსეთის ნაკრებს და კლუბებს აეკრძალათ ფიფა-უეფას ეგიდით გამართულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ერთადერთი გზა ხვიჩასათვის, კლუბთან ხელშეკრულების გაწყვეტაა. სხვა არც უნდა განიხილოს.
ზაალ
02 მარტი 2022 08:27
0
უნდა აიკრძალოს რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახება როგორც უკრაინა აკეთებს,განსაკუთრებით იმათი ვინც რუსებს აქებს სხვდასხვა ინტერვიუებში,კონკრეტულად კვარაცხელიოვ
argo
24 თებერვალი 2022 06:52
7
ახლა საერთოდ შეწყდება რუსული ჩემპიონატის ფეხბურთელებზე დაკვირვება ევროპელებისგან. ძალიან მცირე შანსია ხვიჩამ ამ ჩაკეტილი წრიდან გააღწიოს.
მე მას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ერთი შანსი ის აქვს, რომ ნაკრების თამაშებზე ყოველთვის გაიბრწყინოს.
მხოლოდ ნაკრებიდან გავა ევროპული გუნდების გზაზე.
Winter
24 თებერვალი 2022 01:53
1
სანქციების შემდეგ,რუსეთის კლუბებისკენ აღარ გაიხედავს ევროპა,მითუმეტეს 20მილიონს არავინ გადაიხდის
სოსო
23 თებერვალი 2022 23:53
3
რუბინიდან სხვა ფეხბურთელები ვერ აირჩიეს? რაღა ხვიჩას მიახტნენ. დრეიერი რატომ არა :დ
.
23 თებერვალი 2022 23:23
0
ხვიჩა, ზაგიტოვა ან ვალიევა დაითრიე.
გია პაპა
23 თებერვალი 2022 20:48
3
ჩარჩა სამუდამოდ რუსეთში,ამ სიტუაციაში რუსეთიდან არავინ იყიდის ევროპაში
ირაკლი
23 თებერვალი 2022 20:47
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული