"რუბინი" ცრუ ფორვარდით - მეტი თავისუფლება ხვიჩას

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" მთავარმა ფორვარდმა დესპოტოვიჩმა მოულოდნელად დატოვა. როგორც ჩანს, სერბის წასვლის მიზეზი არასაფეხბურთოა. ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ლეონიდ სლუცკიმ ახალი ტაქტიკური სქემის გამოყენება სცადა - ცრუ ფორვარდის პოზიციაზე მოსკოვის "ლოკომოტივიდან" შეძენილი 24 წლის ბელორუსი შემტევი ვიტალი ლისაკოვიჩი თამაშობდა, რომელიც კლასიკური ცენტრფორვარდი არაა.

ამ განლაგებით ხვიჩასა და დრეიერისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. კვარაცხელია ამხანაგურ მატჩებში ხშირად შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში იყო და არა ფლანგზე. შემტევთა მობილურობა აშკარად გაიზარდა, თუმცა სლუცკი სტილის კოლოსალურ ცვლილებაზე არ წავა, ეს მხოლოდ სათადარიგო გეგმა უნდა აიყოს.

ცვლილებებია დაცვის ცენტრალურ ზონაშიც,
სადაც ურემოვიჩ-ტაბლის (რომელიც ტუნისის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის მეოთხედფინალში გავიდა) დუეტი უალტერნატივო იყო, მაგრამ ახლა ხორვატი ბეგიჩი დაბრუნდა და გუნდში 21 წლის ტესლენკოც ჩაირიცხა.

ყაზანელებმა ზამთრის პაუზისთვის ზედმეტად ბევრი, 8 შეხვედრა ჩაატარეს და სეზონის განახლებისთვის მზად არიან.

მომზადებულია Realnoe Vremia-ს მიხედვით

altკვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, საჯარიმოში შეიჭრა და მოსკოვის "დინამოს" გაუტანა [VIDEO]

altაქტიური კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს, "რუბინმა" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

altთათრეთის 50 ჩინებული სასიძო - მათ შორის კვარაცხელია და სლუცკია


მკითხველის კომენტარები / 9 /
გამოვიდნენ ყველა ქართველივინც რუსეთში თამადობს და დაგმონ ღრუსების ოკუპაცია და უკრაინაში შეჭრა,ან უნდა აეკრძალოს ნაკრებში გამოძახება,ეს არ ეხება გაურკვეველ გრიგალავას რომლის პოზიცია ისედაც ნათელია,საჯაროდ თქვა გრიგალავამ რუსებს ოკუპანტს არ დავუძახებო,
qartveli
14:05 24-02-2022
4
ცრუ ცხრიანი კიარა დატოვე საძაღლეთი ქვეყანა დაიხურა რუსეთიდან ყველაფერი
giorgi 12
13:55 24-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული