გიორბელიძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, იაშვილსა და ქართულ სამზარეულოზე

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში გურამ გიორბელიძის დრეზდენის "დინამო" საკუთარ მოედანზე "დარმშტადთან" დამარცხდა - 0:1. ქართველმა ლეგიონერმა 76 წუთი ითამაშა.

ავტორიტეტული bild-ი საქართველოს ნაკრების ფლანგელზე წერს, რომ მისი კონკურენტის, კრის ლოვის ტრავმის გამო ახლა გურამის დრო დადგა:

"კრისზე ძალიან ვწუხვარ, - ხაზს უსვამს გიორბელიძე. - პირადად მე, როგორც მოთამაშე, ყოველთვის მზად ვარ ამ გამოწვევისთვის."

ქართველი ფეხბურთელი საკუთარ საერთაშორისო გამოცდილებაზეც საუბრობს: "საქართველოს ნაკრებში ესპანეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ მრავალი ვარსკვლავის პირისპირ ვთამაშობდი. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის
რომელიმე კლუბი ამ ნაკრებებზე ძლიერი იყოს“.

არ აქვს მნიშვნელობა, "ბარსელონელი" მემფის დეპაი თუ ფერან ტორესი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი - გიორბელიძე ყველა მათგანს მამაცად დაუხვდა.

ფაქტი: მისი თამაში კლუბის გულშემატკივრებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

"მინდა ეს სიმპათია და ნდობა ჩემი უკომპრომისო დამოკიდებულებითა და გამარჯვების შეუზღუდავი ნებით გადავიხადო“, - ამბობს გიორბელიძე.

მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შმიტდი:

"გურამის უბედურება ის იყო, რომ კრის ლოვე ჩვენთან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამიტომ, მხოლოდ ცვლილებაზე თამაში უწევდა."

მისი იჯარა ავსტრიის პირველი დივიზიონის კლუბ "ვოლფსბერგერიდან" გასულ ზაფხულს, ბევრისთვის მოულოდნელად მოხდა. რას ფიქრობდა გიორბელიძე "დინამოზე"?

174 სმ სიმაღლის მცველი ამბობს: "ინტერესის შესახებ რომ გავიგე, გერმანიაში ალექსანდრე იაშვილს ველაპარაკე“.

ბუნდესლიგის ყოფილმა ფორვარდმა იაშვილმა პირველ და მეორე დივიზიონებში 439 მატჩი ჩაატარა "ფრაიბურგში", "კარლსრუესა" და "ბოხუმში", თავი კი 164 გოლით გამოიჩინა. დღეს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. გიორბელიძე: "ამ გადაწყვეტილებაში მხარი დამიჭირა, რისთვისაც დიდი მადლობა".

მიუხედავად იმისა, რომ მცველი აქამდე დრეზდენში მარტო ცხოვრობდა, მას ახალი მეგობარი ჰყავს - "ჰამბურგში" ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა."

გიორბელიძეს მხოლოდ კულინარიული თვალსაზრისით ენატრება სამშობლო: "კარგი იქნება, მსოფლიოს ეს საოცრება, ქართულ სამზარეულოსაც ვგულისხმობ, დრეზდენშიც მოიძებნოს. რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ, ჯერ არ არის."

altნახეთ რა ითამაშა გურამ გიორბელიძემ "ჰაიდენჰაიმის" წინააღმდეგ?! [VIDEO]

altმატჩის დღე! - ჩაკვეტაძე თუ ალიდუ?




მკითხველის კომენტარები / 1 /
"გიორბელიძეს მხოლოდ კულინარული თვალსაზრისით ენატრება სამშობლო"- ეს ფრაზა გერმანელს ბედნიერს ხდის-ანუ აქ ისე კარგადაა ყველაფერი,ყველა ბედნიერია-მარტო რაღაც თავისი ბავშვობიდან ენატრება და ა.შ.
ეს ისაა რაც გერმანელებს უნდათ მოისმინონ თორე ქართველი კაცი ამას რო არ იტყვის 2 აზრი არ არაებობს.
მერე მეორე ისევე როგორც ყველა დიდი ერი-პატარა ერების მიმართ უპატივცემულობის პროგრესშია გერმანია-ასე ჰგონიათ სხვაგან ჯერ სმარტ დროება არ დამდგარა და დასატრიალებელი სახლის ტელეფონები აქვთ სხვა ქვეყნებში.
Levani
04:51 01-03-2022
0

სიახლეები პოპულარული