მატჩის დღე! - ჩაკვეტაძე თუ ალიდუ?

AutoSharing Option
დღეს, 27 თებერვალს (16:30 სთ), მეორე ბუნდესლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში, გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" "ვერდერს" უმასპინძლებს. "დარმშტადმა" და "სტ. პაულმა" გაიმარჯვეს და შესაბამისად, ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო დიდი ფასი დაედო - მეტოქეებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

ახლა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, ვიხილავთ თუ არა ქართველ ლეგიონერს სასტარტო შემადგენლობაში.

mopo წერს:

"უკანასკნელ შეხვედრებში, "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი ვალტერი ფაქტობრივად, ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობას ეყრდნობა. რა იქნება "ვერდერის" წინააღმდეგ?

მთავარი შეკითხვა ისაა, ძირითად შემადგენლობაში ალიდუ იქნება თუ ჩაკვეტაძე? სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას დილით
მიიღებენ."

შეგახსენებთ, ქართველმა ნახევარმცველმა ჯერჯერობით, მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა, უკანასკნელ ტურში კი 45 წუთი მიეცა.

დღევანდელი შეხვედრა, უკრაინის მხარდასაჭერად წუთიერი დუმილით დაიწყება.

altჩაკვეტაძე დერბის გამოცდილებით - გერმანული მედია "ვერდერთან" მატჩამდე

altჩაკვეტაძე, როგორც ჯოკერი - bild-ი ქართველზე წერს

მკითხველის კომენტარები / 5 /
წააგეს. გიომ 1 დაარტყა, დანარჩენი უკან პასები ჰქონდა
გოგა
18:31 27-02-2022
0
აი მაგ პასუხისმგებლობისადმი შიში უნდა დაძლიოს, დრო ცოტა აქვს
ყველაფერი უნდა შეძლოს
შეუძლია ჩაკვეს
თენგო
15:11 27-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული