Superdeporte ნახევარფინალის წინ მამარდაშვილზე წერს - კრულისა და კეპას შემთხვევები

AutoSharing Option
პენალტების სერიაზე უკეთესი რამე არსებობს? დარტყმების სერია დაქანცული მოთამაშეებით, ფერმკრთალი სახეებით მათ მხრებზე პასუხისმგებლობის გამო. პენალტები სიდიადის ნიშანია, ისტორიული არომატით. ბურთამდე მისვლა, მომენტი, როდესაც ყურადღების ცენტრში მარტო მდგარი ფეხბურთელია, ყველაზე ეპიკური დასასრული, რაც შეიძლება იყოს...

"ნეშის ჯარიმა" ყველა დროის საყვარელი დოკუმენტური ფილმია. 20-წუთიანი მოხსენება, სადაც ეკონომისტი ნაჩო პალასიოს-ჰუერტა საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყენოს ჯონ ნეშის თამაშის თეორია თერთმეტი მეტრიდან დარტყმებზე, რათა იწინასწარმეტყველონ, თუ სად დაარტყამს თითოეული ფეხბურთელი. ის 2014 წლის ივნისში გამოვიდა, პოპულარობის პიკს კი ერთი თვის შემდეგ მიაღწია.

ნიდერლანდები-კოსტა
რიკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის 119-ე წუთზე ლუის ვან გაალმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა და მოედანზე მეკარე ტიმ კრული შემოიყვანა. "ტოტენჰემის" სათადარიგო კიპერი ექვსი ფუტის სიმაღლის ჰალკია, რომელსაც ფურცელზე ყველა შესაძლო შემსრულებლის შესაძლო მიმართულება ეწერა. კრულმა ოთხი პენალტის ტრაექტორია გამოიცნო, ორი მოიგერია და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა...

"ჩელსის" მწვრთნელმა თომას ტუხელმა რამდენიმე დღის წინ სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტა და "ლივერპულთან" სათასო ფინალში კეპა თავისი სასტარტო მეკარე ედუარდ მენდის ნაცვლად, პენალტების სერიაში შეიყვანა, თუმცა ეს ცუდი ნაბიჯი გამოდგა - მინდვრის ყველა მოთამაშემ გაიტანა და   მეკარეების ჯერი დადგა. "ლივერპულელმა" კეპას კარი აიღო, ესპანელმა მეკარემ კი ბურთი ტრიბუნებზე გაგზავნა. ტუხელმა აღიარა, რომ ეს მისი ბრალია და ნაწილობრივ მართალია. 

როგორ მოიქცევა ხოსე ბორდალასი "ატლეტიკთან" თასის განმეორებით ნახევარფინალში? გიორგი მამარდაშვილი ახლა ძირითადი კიპერია, თუმცა ხაუმე დომენეკი პენალტების მოგერიებით გამოირჩევა.

"მესტალიაზე" შეხვედრა 2 მარტს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ბილბაოში ფრედ (1:1) დასრულდა.

მომზადებულია Superdeporte-ის მიხედვით

alt"ჩინებული მამარდაშვილი და მისი გზავნილი პუტინს" - ესპანური მედია და ბორდალასი აღფრთოვანებულნი არიან

altკარგი ამბები მამარდაშვილისთვის - სასტარტო და წამყვანი მცველის დაბრუნება

altმამარდაშვილი ცუდ "ვალენსიაშია" - წარუმატებლობის ფაქტორები


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული