კიტეიშვილი ბრუნდება და მარტში ნაკრებსაც უნდა დაეხმაროს

AutoSharing Option
ავსტრიული Laola 1-ის თანახმად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალური მზადების ეტაპი დაასრულა, უკვე გუნდთან ერთადაა და ავსტრიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა შეძლოს.

შეგახსენებთ, ოთარმა მძიმე ტრავმა 2021 წლის 30 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მანამდე 25 წლის ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და 1 გოლისა და 2 შედეგიანი პასის გაკეთებაც მოასწრო.

6 მარტს "შტურმი" "რიდს" ესტუმრება. ამ ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგა ექვსეულებად
დაიყოფა. კიტეიშვილის გუნდი ამჟამად მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ზალცბურგს" 14 ქულით ჩამორჩება, თუმცა ეს ჩამორჩენა შეიცვლება.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ვილი სანიოლი ოთარ კიტეიშვილს მარტის ბოლოს (25 და 29)  დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში (ბოსნიასა და ალბანეთთან) "ჯვაროსნებში" გამოიძახებს.

altკიტეიშვილის დაბრუნების თარიღი მოახლოვდა - ავსტრიელების "ქართველი მესი"

altკიტეიშვილის გარეშე "შტურმმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა - skysport

altკიტეიშვილი Sky Sports-მა გამოარჩია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული