კარგი ამბავი - ქართველ ლეგიონერებს 7-10 დღეში რუსეთის დატოვება შეეძლებათ

AutoSharing Option
ფიფამ და უეფამ შეიძლება მალე რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების გაწყვეტის უფლება 7-10 დღეში მისცენ.

ხელშეკრულებების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში ფეხბურთელები არ დაისჯებიან და საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოუწევთ.

გადაწყვეტილების მიღებას რაც შეიძლება სწრაფად აპირებენ, რადგან რუსეთის თვითმფრინავებს მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოში ფრენა აუკრძალეს და ჯერჯერობით მხოლოდ სტამბოლსა და ბელგრადშია გამგზავრება შესაძლებელი.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთ შესაძლებლობას რუსეთის პირველი და მეორე ლიგების თითქმის 150 მოთამაშე მიიღებს. ისინი განსაკუთრებულად არ დაისჯებიან. ეს გამოწვეულია რუბლის დევალვაციით და აგრეთვე იმით, რომ რუსული კლუბების უმეტესობის მფლობელი
სახელმწიფოა", - განუცხადა Jutarnij List-ს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა.

"გარდიანის" ცნობით, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას მოუწოდა რუსეთში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელებისთვის სატრანსფერო ფანჯარა გახსნას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორ? ეხლა უკვე ევროპაში ჭ ლიგის ხ კლასის გუნდში თამაშზეც თანახმა ხართ? აკი მინიმუმ სიტი, იუვე ატალანტა ან ბარსაო? ხვიჩას დარი ფეხბურთელი ალაქტიკას არ ახსოვს, ერთი ფინტი და მეტი არაა საჭირო, რუსებს ხომ მაინც ატყუებს და..
გააფუჭეს უკვე ბავშვი, ჯუღელ დრუგელ ყონაღელებმა... აწი ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, საქართველო ჯობია, სტადიონზე მაინც ივლის ხალხი,..
კ ო მ ბ ლ ე
11:58 04-03-2022
7
როგორ ვთქვა,თორემ ამ სიტუაციის გამოყენება შეუძლია ხვიჩას,იქნება თავისუფალი აგენტი და ცენტის გადახდაც არ მოუწევს არცცერთ კლუბს! გამარჯვება საქართველოს!გამარჯვება უკრაინას!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
11:56 04-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული