როგორც მან თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ ფიფა რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის შეწყვეტის კი არა, არამედ დროებით შეჩერების უფლებას მისცემს.
როგორც ზოტოვი ამბობს, შეიქმნება სპეციალურად ამ ამბის გამო ახალი სატრანსფერო ფანჯარა, კლუბებს კი 2 ფეხბურთელის დამატება შეეძლებათ.
რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტის შეჩერება 2022 წლის ივნისამდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე შეეძლებათ. ზოტოვი ამბობს, რომ ივნისში ისინი ისევ თავიანთ გუნდებს უნდა დაუბრუნდნენ.