"კონტრაქტის გაწყვეტა კი არა, შეჩერება შეუძლიათ" - რა ბედი ელით რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს?

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთელების პროფკავშირების თავმჯდომარე ალექსანდრ ზოტოვი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მან თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ ფიფა რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის შეწყვეტის კი არა, არამედ დროებით შეჩერების უფლებას მისცემს. 

როგორც ზოტოვი ამბობს, შეიქმნება სპეციალურად ამ ამბის გამო ახალი სატრანსფერო ფანჯარა, კლუბებს კი 2 ფეხბურთელის დამატება შეეძლებათ. 

რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტის შეჩერება 2022 წლის ივნისამდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე შეეძლებათ. ზოტოვი ამბობს, რომ ივნისში ისინი ისევ თავიანთ გუნდებს უნდა დაუბრუნდნენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ეხლა რუსეთიდან წამოსვლა, მხოლოდ სპორტული საკითხი არაა. მრავალი კუთხით სჯობს, წამოვიდეს ხვიჩა. მინიმუმ, რუბინის დონის გუნდს როგორ ვეღარ შეარჩევს.
მიშა
19:43 07-03-2022
8
ტეხავს ბიჭებო მანდ ყოფნა. გამზრდელის ნაკლია :(
ლუკა
18:13 07-03-2022
17

სიახლეები პოპულარული