Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 23 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის "როტორს" დატოვებს, მისი ახალი კლუბის შესახებ კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ბერიაშვილი ყოფილ გუნდ "თელავში" არ დაბრუნდება.
ილიამ რუსეთის პირველ დივიზიონში 19 შეხვედრა გამართა და 3 გოლიც გაიტანა. უკანახაზელს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ვოლგოგრადელები ლიგაში ადგილის
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ურალის" ფეხბურთელ ლუკა წულუკიძით გერმანული "კარლსრუე" ინტერესდებოდა; 19 წლის ლუკა გაგნიძეს კი, რომელიც "ურალში" "დინამოდან" იჯარით თამაშობს, მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს; შესაბამისად, ზაფხულში მას კლუბში დაბრუნება მოუწევს.
ქართველი გულშემატკივრების მხრიდან კიდევ უფრო დიდი ინტერესი "რუბინისა" და "არსენალის" ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მიმართაა, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ვეცდებით, სიახლეები ოპერატიულად მოგაწოდოთ.
შეგახსენებთ, ფიფასა და უეფას ახალი რეგულაციით, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს, ხელშეკრულების მქონე კლუბთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, მათი დატოვების უფლება ივნისამდე მიეცათ. შესაძლებელია, ამ პერიოდში არსებული გადაწყვეტილება ისევ შეიცვალოს.
მხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს