ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ გუნდებში გადასვლის უფლება მისცა. estadiodeportivo იტყობინება, რომ სეგუნდადივიზიონის "ალმერია", რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პრიმერაში გადასვლისთვის იბრძვის, შეიძლება ფეხბურთელები დაიმატოს.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში "ალმერიასთვის" საინტერესო ფეხბურთელები და მათ შორის სამი მცველია - მარლონი (შახტარი, ბრაზილია, 27 წლის), ვიტაო (შახტარი, ბრაზილია, 22 წლის), საბა კვირკველია (მეტალისტი, საქართველო, 30 წლის), მათ ტრანსფერებს განიხილავს და თუ ისინი გადაიბირა, გუნდ
ის სხვა ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება მოუწევთ.
"ამ სიაში ბოლო "მეტალისტის" 30 წლის მცველი საბა კვირკველიაა. ის გამოცდილია, თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროტურნირებზე. გასათვალისწინებელია, რომ ამ სეზონში სასტარტოში სისტემატურად ვერ ხვდებოდა. ერთ-ერთი, რამაც შეიძლება კვირკველიას "ალმერიაში" გადასვლასა და გუნდში დამკვიდრებაში ხელი შეუწყოს, მისი თანამემამულე მეკარე გიორგი მაკარიძეა", - წერს estadiodeportivo.
ფიფას გადაწყვეტილებით, კლუბებს მხოლოდ ორი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ.
გაითვალისწინეთ ვისაც ეხება!