რუსეთის ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" 1:2 დამარცხდა.
მსაჯმა მე-19 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი ლისაკოვიჩი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს. კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, 77-ე წუთზე საჯარიმოდან გოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო, საფინალო სასტვენის წინ კი ყვითელი ბარათი მიიღო. მან 30 ივლისის შემდეგ პირველად გაიტანა.
ხვიჩამ ჩემპიონატის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო "რუბინმა" ბოლო 6 შეხვედრიდამ 5 წააგო, 25 ქულით მე-10 ადგილზეა და 20 მარტს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.
და კიდევ: არავინ იცის, კვარაცხელია რუსეთში როგორ მდგომარეობაშია, თვით გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი საუბრისას ძალიან თავშეკავებულია. ამიტომ გულშემატკივრებს ვთხოვთ, ხვიჩას მიმართ კომენტარებში კრიტიკას მოვერიდოთ.