რუსული აგრესია გულგრილს ვერავის დატოვებს, თუმცა მთავარია, ემოციები სწორად მივმართოთ. დღეისთვის ხვიჩა ყველაზე დიდი რესურსის მქონე ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, შანსი აქვს, ელიტური ლიგისა და გუნდის წევრი გახდ
ახლა საქართველოს ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები ელის, ივნისში კი - ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი "ერთა ლიგის" მატჩები, სადაც კვარაცხელიას კარგ სათამაშო ფორმასა და განწყობას დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, ხვიჩამ იცის, რომ ქართველ გულშემატკივრებს მისი რუსეთიდან წასვლა ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად სურთ და ამაზე ის უნდა ფიქრობდეს, არსებულ ვითარებასაც მეტად უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა იმის ფუფუნება არ გვაქვს, რაც სოციალურ ქსელებში გააჟღერეს - კვარაცხელია და რუსეთში მოთამაშე სხვა ფეხბურთელები საერთოდ არ გვჭირდებაო... ეს დამოკიდებულება არავის გამოგვადგება - არც ჩვენ, არც ფეხბურთელებსა და მწვრთნელს და არც თავად ხვიჩას. რა თქმა უნდა, ცუდია რომ რუსულ მოედნებზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ვერ ვხედავთ (ანატოლი ტიმოშჩუკისგანაც კი ვერ მოვისმენთ), თუმცა ეს ბრაზი ისევ ჩვენ წინააღმდეგ არ უნდა მივმართოთ...
კვარაცხელია მენტალურად საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ჩანს. სატრანსფერო საუბრებს, ამხელა ყურადღებასა და ზეწოლას მაქსიმალურად გაუმკლავდა, თუმცა შეუძლებელია, გარკვეული გავლენა არ მოეხდინა და ეს "რუბინის" მატჩებში გამოჩნდა. თუმცა ისევ იმას დავუბრუნდები, რომ ჩვენთვის მთავარი საქართველოს ნაკრებია და ამ მხრივ, "კვარას" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - თბილისში ესპანეთთან, სალონიკში საბერძნეთთან თუ ბათუმში შვედებთან ვერაფრით გააჩერეს...
ამ წერილის მთავარი მიზანი და სურვილიც სწორედ ისაა, განსაკუთრებით, ამ გარდამავალ, 2-12 ივნისის პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებს ძველებურად ულიდეროს!
სანიოლი კანკავას ალტერნატივის ძიებაში - ვინ გამოიცდება ამხანაგურებში?
მხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს