აქტიურმა ხვიჩამ გაიტანა - Sportall.ge გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" 1:2 დამარცხდა.

მსაჯმა მე-19 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი ლისაკოვიჩი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს. კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, 77-ე წუთზე საჯარიმოდან გოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო, საფინალო სასტვენის წინ კი ყვითელი ბარათი მიიღო. მან 30 ივლისის შემდეგ პირველად გაიტანა.

ხვიჩამ ჩემპიონატის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო "რუბინმა" ბოლო 6 შეხვედრიდამ 5 წააგო, 25 ქულით მე-10
ადგილზეა და 20 მარტს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

და კიდევ: არავინ იცის, კვარაცხელია რუსეთში როგორ მდგომარეობაშია, თვით გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი საუბრისას ძალიან თავშეკავებულია. ამიტომ გულშემატკივრებს ვთხოვთ, ხვიჩას მიმართ კომენტარებში კრიტიკას მოვერიდოთ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აი იცით რა არ მესმისს?? მაინდამაინც უკრაინაში უნდა შეჭრილიყო რუსეთი, რომ ქართველების იქ ყოფნა გაგეპროტესტებინათთ?? 2008 ში რო ქვეყანა გადაგვიბუგა და მაგის მერე ასობით ქართველი სპორცმენი რო წავიდა რუსეთში და ხმას რო არავინ არ იღებდა და ეხლა უკრაინაში რო შეიჭრა მაშინ გაგახსენდათ რო რუსეთი ცუდია? რა შეჭამეთ ეს ბიჭი, მეც არ მომწონს იქ რო თამაშობს მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტები მეზიზღება. გამოვიდეს ვინმე და რეპლიში მიპასუხოს რატო გაგახსენდათ ეხლა ყველას რო რუსეთი ცუდი ქვეყანაა მანამდე რატო არ იღებდით ხმას მაინდამაინც უკრაინა უნდა დაენომბა??
ქართველი
22:23 14-03-2022
3
მადლობა პოსტის ავტორს, ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის. ხვიჩას მდგომარეობა ახლაა არავინ ვიცით და მოვერიდოთ ხალხნო, ყველაზე მეტას მას არუნდა ახლაბრუსეთშიიი!!!
ქართველი!!!
23:20 14-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული