სლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

AutoSharing Option
"როსტოვთან" რუსეთის ჩემპიონატზე წაგებული საშინაო მატჩის (1:2) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მეშკოვის მსაჯობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მშობლიურ ვოლგოგრადში დაბრუნდება. მან ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც გოლი გაიტანა.

- დღეს ხვიჩამ ნამდვილი ლიდერივით ითამაშა. ის ლეგიონერების წასვლის მერე პასუხისმგებლობას გრძნობს?
- ვფიქრობ, ასეა. ის ძალიან ყოჩაღია. დიდი ხანია სრული მატჩი არ უთამაშია და აქ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფის არყოფნისას მნიშვნელოვანი იყო, ვის შეეძლო ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. თუ პოზიტივის ძებნას დავიწყებთ, მაშინ ხვიჩა მართლაც ნამდვილი ლიდერივითა და
ოსტატივით თამაშობდა.

- ეკონტაქტებით თუ არა იმათ, ვინც წავიდა? მათ თუ აქვთ პროგრამა?
- მე ისინი კარიერაში კიდევ შემდეგი ნაბიჯისთვის უნდა მოვამზადო? ამას ვცდილობდი, როდესაც აქ იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გული მტკივა რა მართლა!!! მაკედონიასთან წაგების მერე, ერთადერთი მიზეზი რაც ცოტა იმედს მაძლევდა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე იყო. გიო რავი გააწამა ტრავმებმა და ძაან მენანება ამდენი დრო რომ გაუცდა, ხვიჩაზე აღარ ვიცი რა ვიფიქრო ფაქტია რომ უდიდესი ტალანტი და მაგარი ადამიანია, მაგრამ გვერდში მყოფი ხალხი რას აკეთებს ვერ ხვდები,ეს ბიჭი არ ჩანს ისეთი რომ მარტო ფული აინტერესებდებდეს. არ არის აუცილებელი ტოპ კლუბში გადასვლა. რავიცი ყველაფერი გამოიყენონ ამ ლიგიდან რომ წამოვიდეს ტოპ ლიგების ნებისმიერ გუნდში. "ნეუჟელი" ერთი მსურველი არ ყავს?! ან 20 მლნ. რა არის ესეთი ფეხბურთელისთვის?! არ ვიცნობ მაგ ჯუღელს მაგრამ ისე ჩანს რომ მოიკოჭლებს.
პ.ს. უეფაც სცოდავს ისე.
ხო კიდე სპორტი არის პოლიტიკის ნაწილი, ეს ესე იყო არის და იქნება, და "კაკ რაზ" ყველაზე მეტად რუსები თვლიან ესე
ზურა
00:50 16-03-2022
1
უნდა ჩაყვეს საფლავში რუსეთის პრემიერ ლიგას და რუბინს, აბა მატუშკა რუსეთს ხომ არ უღალატებს, მით უმეტეს ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთმანეთთან რა საერთო აქვთოო.......
პარტახი
11:30 15-03-2022
21

სიახლეები პოპულარული