მამარდაშვილი ვარსკვლავების გვერდით - "ლა ლიგის" სიმბოლურში

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი Sofascore-მა "ლა ლიგის" 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მოგეხსენებათ, "ღამურები" სტუმრად "ხეტაფეს" (0:0) დაუზავდა, გიორგიმ კი საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. ქართველი კიპერი საუკეთესო თერთმეტეულში უკვე მეორედ მოხვდა.

Sportall.Ge

მამარდაშვილის შეფასება 8.1-ია. სიმბოლურ ნაკრებშია ქართველი მეკარის თანაგუნდელი გაბრიელ პაულისტა (შეფასება 7.6), რომლის დაბრუნებაც "ვალენსიას" აშკარად მოუხდა.

მეცხრეადგილოსანი "ვალენსია" 19 მარტს "ელჩეს" ესტუმრება.

altუკეთესი მამარდაშვილი და მოახლოებული თასის ფინალი - MARCA

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველოში კიდე დინამოში არ ათამაშებდნენ . ვინც მოდიოდა დინამოს მწვრთნელად ყველას თავის ახლობელი მეკარე უნდოდა კარში . რამდენი ფეხბურთელი დგას არასწორ გზაზე და მდგარან ვინ იცის როგორც გიორგი იდგა თუნდაც კვარაცხელია რუსთავში ყავდათ გაშვებული დინამოს
ტოტტი
13:02 15-03-2022
0
წარმატებები და ბევრი მშრალი თამაში! როგორ უხარია გულს, რა გვარებია და იქ ჩვენი მამარდაშვილი!
llcl
13:08 15-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული