ინფორმაცია ჩაკვეტაძის ჯანმრთელობაზე - გამოიძახებს თუ არა სანიოლი?

AutoSharing Option
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მორიგი ტურის წინ mopo კორონავირუსით დაინფიცირებულებზე, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძეზე, წერს:

"ჰამბურგი" უახლოესი შეხვედრისთვის ემზადება და ვირუსისგან განკურნებულებს ელის. ორშაბათის ვარჯიშზე მონაწილეობა 11-მა მინდვრის მოთამაშემ და მეკარეებმა შეძლეს. ვინ დაბრუნდება?

პირველი ფეხბურთელი, რომელიც საკარანტინო ვადას გაივლის, მორიც ჰეიერია. მთავარი მწვრთნელი ვალტერი ამბობს: "სიმპტომები არავის აქვს და შესაბამისი დღეების გავლის შემდეგ ყველა დაბრუნდება."

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ხუთშაბათს შეძლებს."

ჩაკვეტაძის გუნდს სხვებზე 1 თამაშით ნაკლები აქვს და 41 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. უახლოეს შეხვედრაში,
19 მარტს, ისინი "დიუსელდორფს" ესტუმრებიან.

ეროვნული ნაკრების მოახლოებული შეხვედრების ფონზე, ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით გვაღელვებს. მალე ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის "ჯვაროსნების" შემადგენლობა უნდა დაასახელოს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთს ესტუმრება.

altჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და შაბათს ვერ ითამაშებს

alt"ჩაკვეტაძე კარგი ბიჭია და უფრო მოუმატებს" - HSV-ს დირექტორი

altჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა შეუცვლელად - "ჰამბურგი" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხო, გამაგებინეთ არ გადატვირთვა რას ნიშნავს? ეხლა უნდა ითამაშოს, თუ უნდა საერთოდ თამაში. უნდა გამოიძახო და ძირითადში დააყენო. ბოლო ბოლო თუ უნდა, აკრიფავს, თუ არა და ჩვენც აღარ ვინერვიულებთ. დავიღალე მაგ ბიჭის საცოდაობით...
ქომაგი
18:36 16-03-2022
0
უნდა დაასვენოს არ გავრისკავდი ამხანაგირისთვის გამოძახებას ან 1 თამაში ათამაშოს … ცოდოა არაა საჭირო დატვირთვა ძალიანაც მინდა ეროვნულის მაისურით დავინახო მაგრამ ივნისში უფრო
მინდა მისი ნახვა …
bejo
21:33 15-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული