
გასულ სეზონში შეუჩერებელ (19 გოლი და 1 საგოლე პასი ლიგაში) 21 წლის ფეხბურთელს ახლა 8 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. "გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვარ და ყველა ბურთზე ვიბრძვი. ასევე, დაცვაში მწვრთნელის მითითებებით შესაბამისად ვთამაშობ" - განმარტა ქართველმა შემტევმა პრესკონფერენციაზე.
"რადგან გოლები არ არის, ამბობენ, რომ ეს არ არის შარშანდელი "ჟორჟი".
გიორგის უკანასკნელ ტურში მოწინააღმდეგის კარი არ აუღია, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარა. მთავარი მწვრთნელი ჟან-ლუი გარსია ამბობს, რომ ფორვარდი ბევრს მოძრაობს და არც პრესინგის თამაშს ერიდება.
მომზადებულია Walfoot-ის მიხედვით