"ნაპოლიდან" ლიდერები მიდიან, გუნდი ხვიჩას, კოლუმბიელ ან ბელგიელ შემტევს შეიძენს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ივნისამდე ყაზანის "რუბინიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსვლის უფლება აქვს, იტალიურ "ნაპოლისა" და ბათუმის "დინამოს" დაუკავშირეს.

napolipiu წერს, რომ ქართველი გარემარბის გარდა, ნეაპოლური კლუბი კიდევ 2 ფეხბურთელს აკვირდება, გადაწყვეტილების მიღება კი უმოკლეს დროში მოუწევს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მომავალი სეზონიდან ლუჩანო სპალეტის გუნდი ლიდერების, დრის მერტენსისა და ლორენცო ინსინიეს გარეშე დარჩება და გაძლიერება აუცილებლად დასჭირდება.

ამ ეტაპზე, უფრო აქტიური საუბრები "ფეიენოორდის" 22 წლის კოლუმბიელ შემტევ ლუის სინისტერაზეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. მას
ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ. "ნაპოლის" ხელმძღვანელობის მიერ კიდევ ერთი მონიშნული ფეხბურთელი 22 წლის ბელგიელი ჩარლს დე კატელაერია, რომელიც "ბრიუგეში" გამოდის და ბელგიის ჩემპიონატში 13 გოლი და 7 შედეგიანი პასი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

altკვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

altრუსებმა ხვიჩას სერია A-ს კარი ჩაუკეტეს?



მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაფხულში სრული გამოსყიდვის რეალური პერსპექტივის გარეშე,მეეჭვება ხვიჩა სადმე წავიდეს.თუ ხელფასს,დოლარებში ან ევროებში იღებდა,მაშინ რუბინს გადახდა გაუჭირდება და დიდი შანსია,რომ მას შეელიოს,ხოლო თუ რუბლებში,მაშინ საქმე უარესად იქნება;-ხვიჩა გაუფასურებული რუბლებით აიღებს ხელფასს და ვერც ხმას ამოიღებს, გამიშვითო.კონტრაქტი ხომ სავალდებულო შესასრულებელია.რაც იქნება და როგორც იქნება,გაგებით მოვეკიდოთ მის მდგომარეობას და ნუ გადავუვლით უაზროდ.შეცდომა კონტრაქტის დადების დროს არის დაშვებული(ან ვინ წარმოიდგენდა მის ასე აკაშკაშებას.ჯუღელმა გარანტირებული ოთხწლიანი კონტრაქტი მოიპოვა და მჯერა, ძალიანაც უხაროდა) და ახლა,მისი ტყვეა.ვისურვოთ,რომ ფიფამ კონტრაქტის სრული გაწყვეტის უფლება მისცეს ფეხბურთელებს,საამისოდ,ომის კიდევ გაგრძელება იქნება საჭირო და სანქციების გამკაცრება.შეგიძლიათ გამამტყუნოთ,მაგრამ ისევ ზავის დადებას ვირჩევ.საკმარისზე მეტი სისხლი და ცრემლი დაიღვარა უკვე.ცრემლის ღვრას, ისევ ოფლის ღვრა მირჩევნია.
სოსო
15:59 23-03-2022
0
ვინც უნდა იმან იყიდოს, ოღონდ ბათუმს ნუ ავურევთ, დიდი საქმე აქ და ექსპერიმენტების დრო არ არის.
სანი
16:04 23-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული