ყაზანის "რუბინის" დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან რუსეთში აღარ დაბრუნდება.
"ითამაშებს ხვიჩა ბათუმის "დინამოში"? უეფამ მას წასვლის შესაძლებლობა მისცა. კვარაცხელიას შეუძლია ეს გამოიყენოს, სხვას ვერაფერს გეტყვით.
ის ეროვნულ ნაკრებში წავიდა, დაბრუნებაზე არ გვისაუბრია. ასევე გეტყვით, რომ ლეგიონერები შესაძლოა გუნდში აღარ ჩამოვიდნენ, 7 აპრილამდე კი წასვლა ყველას შეუძლია" - განაცხადა საიმანოვმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />"ნაპოლიდან" ლიდერები მიდიან, გუნდი ხვიჩას, კოლუმბიელ ან ბელგიელ შემტევს შეიძენს