ტაბიძემ "უფა" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველმა ჯიმი ტაბიძემ "უფა" დატოვა.

"განშორების დრო დადგა. 5 წელი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე, ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისათვის მუდამ ბოლომდე დახარჯვას ვცდილობდი. მინდა ყველა ფეხბურთელს, პერსონალს და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელთაგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდით. თქვენ გარეშე მოვიწყენ", - წერს ტაბიძე სოციალურ ქსელში.
ტაბიძე "უფაში" 2017 წელს "გენტიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი ტრავმის გამო არ უთამაშია. მას ბაშკირულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული და უკან არ დაბრუნდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩა ჩვენთანაა 2 წლიანი კონტრაქტით კვირკველია და(ან) ტაბიძე მშვენიერი სარგებელი ექნება ბათუმის დინამოს და ასევე ფეხბურთელებსაც, ფორმაში შევლიან და ჯგუფურს გამოვკრავთ.. კვირკველიას დიდი გამოცდილება აქვს..
აზაცკი და კობახიძე მაპატიეთ ბიჭებო მაგრამ ყველაზე სუსტი რგოლია დინამოში და არ ვეთანხმები შეფასებას ნაკრებში 6.5 რომ მივაწერეთ 3ჯერ უაზროდ კუთხურში გაუშვა და ერთხელ ცუდი ეპიზოდი შეიქმნა მის გამო,ეს სულ რაღაც 30 წუთის განმავლობაში.. ტორპედო,საბურთალო,ლოკო,თბილისის დინამო და გორი თქვენც უნდა იაქტიუროდ თორემ მხოლოდ ბათუმის დინამოს ვარსკლავირ შემადგენლობას აზრი არ ექნება თუ ეროვნულ ჩემპიონატში სათანადო ატმოსფერო და კონკურენცია არ შეიქმნა.. მგონი დადგა დრო მზემ საქართველოსკენაც გამოანათოს, წარმატებები ქართულ ფეხბურთს!
შავი კაცი
01:19 01-04-2022
0
წამოდი დინამო ბათუმში.
ზაფხულამდე კლუბში ივარჯიშე, ფორმაში შედი, გააფორმე ბათუმთან 2 წლიანი კონტრაქტი, ითამაშე ევროპულ ტურნირზე, დარწმუნებული ვარ ბათუმი ამ სეზონზე რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპს ასპროცენტიანად ითამაშებს.
მერე ნორმალურ ევროპულ კლუბშიც გადახვალ, ნაკრებსაც დაეხმარები და საკუთარ კარიერასაც!
ბათუმელი ექსპერტი
11:46 31-03-2022
1

სიახლეები პოპულარული