"შალკეს" და "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ - ქართველების პარასკევი

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.

შოთა არველაძის "ჰალი" სატურნირო მდგომარეობის კიდევ უფრო გამოსწორებას "ჰადერსფილდთან" საშინაო შეხვედრაში ეცდება. ქართველი სპეციალისტის გუნდი 41 ქულით მე-20 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ "ბარნსლის" 13 ქულით აღემატება.

შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ბოლო დროს კარგად ათამაშებული გურამ გიორბელიძის დრეზდენის "დინამო" "შალკეს" მიიღებს. ქართველი ლეგიონერის გუნდი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია, გელზერკირხენელები კი ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვიან.

Sportall.Ge

მატჩის დაწყების (თბილისის) დრო 20:30 საათია.

პოლონეთის ჩემპიონატში კი 2 ჩვენებური ითამაშებს -
ჯერ ოთარ კაკაბაძის "კრაკოვია" "სტალს" (20:00 სთ) ესტუმრება. ქართველმა მცველმა ალბანეთთან გამართული შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. კრაკოველები ცხრილის შუაში არიან და გასავარდნ ზონაში მყოფ "ვისლას" საკმაოდ აღემატებიან.

Sportall.Ge

კაკაბაძის გუნდს მესამე ადგილზე მყოფ ნიკა კვეკვესკირის "ლეხთან" ზუსტად 20 ქულა აშორებს. ქართველი ნახევარმცველის გუნდი "სლასკს" გასვლაზე (22:30 სთ) დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში გალიდერდება, მინიმუმ, სანამ ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის "რაკუვი" და "პოგონი" ითამაშებენ.

altშოთას "ჰალის" გულშემატკივრების დასწრებას აუკრძალავენ - მთვრალი მამა შვილთან ერთად მოედანზე...

altგიორბელიძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, იაშვილსა და ქართულ სამზარეულოზე

altკაკაბაძემ ისევ თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ისევ გაიტანა [VIDEO]

altკვეკვესკირი: მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული