კვარაცხელიას მიმართ ინტერესი "არსენალს" აქვს - ნეაპოლელთა შიში... განმეორდება 2019 წლის მაგალითი?

AutoSharing Option
areanapoli.it-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების სურვილი ლონდონის "არსენალსაც" აქვს. წყარო წერს, რომ "მეთოფეებს" ჩვენებურის დამატება ჯერ კიდევ მარტში სურდათ, როდესაც რუსეთ-უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს ფიფამ გუნდებიან წასვლის უფლება მისცა. 

წყაროს ცნობით, "ემიერეითსის" ბინადრებმა დასახულ მიზანს იმიტომ ვერ მიაღწიეს, რომ პრემიერ ლიგაში ჯენლტმენური კანონი მიიღეს და კლუბები ერთმანეთში იმაზე შეთანხმდნენ, რომ ისინი კონკურენციის პირობებს შეინარჩუნებდნენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ისინი უკრაინიდან და რუსეთიდან მოთამაშეებს არ დაიმატებდნენ. 

როგორც იწერება, "არსენალი" აქტიურად აკვირდება კვლავ ხვიჩას გარშემო განვითარებულ მოვლენებს და შესაძლოა, საქმეში ზაფხულში ჩაერთოს, როდესაც
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. 

areanapoli.it-ის სტატიაში შიშია გამოთქმული, რომ არ განმეორდეს 2019 წლის მაგალითი, როდესაც "ნაპოლი" "ლილიდან" ფორვარდის ნიკოლა პეპეს დამატებასთან იყო ახლოს, თუმცა ის საბოლოოდ "მეთოფეების" რიგებში გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
კარგი იქნება ეგ შიშები კიდევ თუ გამართლდება. მე ხვიჩა პრემიერ ლიგაში უფრო მინდა.
G.LA
13:07 02-04-2022
3
ილოცეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ტრავმა არ მიიღოს და ზაფხულის გეგმები არდაგვენგრეს:))
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული