"ბუდუ-გოლმა" ისევ გაიტანა - "უიპეშტმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში კვლავ გამოიჩინა თავი.

ჩემპიონატის 30-ე ტურში "უიპეშტმა" სახლში 2:0 სძლია მტკ-ს, ზივზივაძემ 82-ე წუთზე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ბერიძემ 62-ე წუთამდე ითამაშა.

ბუდუმ, რაც "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" იჯარით გადავიდა, ჩემპიონატის 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, მისი გოლით საქართველოს ნაკრებმა 26 მარტს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბოსნია 1:0 დაამარცხა.

"უიპეშტი" 33 ქულით მე-7 ადგილზეა და 10 აპრილს გასვლაზე "პაკშის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ბიჭი მგონი ჯეიმ ვარდს დაემსგავსა უცებ გარდაიქმნა.თანაც ვარდიდან განსხვავებით დრიბლინგის ნიჭია აქ.მიქაუტაძის დამისი კონკურენცია იქნება ნაკრების წარმატება
Mosexoneli
04 აპრილი 2022 08:45
0
ისე, აღსანიშნი ფაქტია, რომ ბუდუ ცაციაა და ეს გოლი "სუსტი" ფეხით გაიტანა ;))
Burton
04 აპრილი 2022 05:44
0
არ ვიცი, მარჯვენა ფეხი რამდენად სუსტი აქვს,მაგრამ ზუსტი რომ ჰქონია,ეგ ნაღდია!
სოსო
04 აპრილი 2022 15:06
0
ბუდუს ძალიან ვაკრიტიკებდით და.. ყოჩაღ, აშკარად უმუშავია თავის თავზე და იმედია ასე გააგრძელებს.
ილია
04 აპრილი 2022 00:05
0
დააკვირდით რას ამბობს უნგრელი კომენტატორი : "ზივიზივაძე ტეკე შუნიერი"

ანუ ზივზივაძემ მშვენივრად ატაკაო :)
შაკო
03 აპრილი 2022 23:27
1
გადაჭარბების გარეშე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს საიმედო ფორვარდი გამოუჩნდა, მთავარია ტემპი არ დააგდოს. ბრავო ბ უ დ უ!!!
03 აპრილი 2022 20:50
1
ბურთის იდეალური მიღება,იდეალური დრიბლინგი და საბილიარდო დარტყმა.ერთი სიტყვით მესის გოლი იყო,ოღონდ მარჯვენა ფეხით და ბუდუს შესრულებით!
სოსო
03 აპრილი 2022 20:30
0
წლის გოლიც შეიძლება გახდეს, მშვენიერია!!!
მინდია
03 აპრილი 2022 20:28
4
ყოჩაღ ბუდუ უკვე მაკვირვებ მაგარ ფორმაში ხარ. უფალი გფარავდეს. ეგრე გააგრძელე.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
03 აპრილი 2022 19:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული