ქართველი ფეხბურთელის ნომინალური პოზიცია ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგია, თუმცა ასევე შეუძლია წარმატებით ითამაშოს მოედნის მოპირდაპირე მხარესა და შემტევ ნახევარმცველად.
გიორგი წიტაიშვილი დაიბადა 2000 წლის 18 ნოემბერს ისრაელის ქალაქ რიშონ ლე-სიონში, თუმცა პირველი საფეხბურთო ნაბიჯები მან კიევში გადადგა, სადაც ადგილობრივი "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და რეგულარულად პროგრესირებდა. 2017 წელს ფეხბურთელი უკრაინის 16-გზის ჩემპიონის პირველ გუნდში მოხვდა, 2019
2021 წლის დასაწყისში წიტაიშვილი იჯარით პოლტავის "ვორსკლაში" გადავიდა, ექვსი თვის შემდეგ კი - ოდესის "ჩორნომორეცში". ამ დროის განმავლობაში მან 13 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
პოლონეთის 13-გზის ჩემპიონის ახალი შენაძენი საქართველოს ნაკრებში, რომლის რიგებში დებიუტი "ჯვაროსანთა" გუნდში 2021 წლის 2 სექტემბერს შედგა და აქამდე შვიდი თამაში აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, დაწყებული 16-წლამდელებიდან, 20-წლამდელთა ნაკრების ჩათვლით, რომელთან ერთადაც 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 21-წლამდელთა ნაკრებით დამთავრებული.
wisla.krakow
უკრაინაში მოთამაშეების სირთულეები - წიტაიშვილის ფორმაში ყოფნა გვჭირდება...
რატომ ვერ დამკვიდრდა წიტაიშვილი "დინამოში" - უკრაინელები მსჯელობენ