ყაზაიშვილის ძალიან ლამაზი ტრიველა გადამწყვეტი აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს "დაეგუსთან" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ვაკომ შეხვედრის 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ე.წ. "ტრიველა" დარტყმით ბურთი სტუმართა კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა. მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს, ამ მოგებით კი "ულსანმა" 23 ქულა დააგროვა და ლიდერობა გაიმყარა. 

ქართველი ნახევარმცველისთვის კი ეს მერვე მატჩში გატანილი მეორე გოლი გახლდათ. ყაზაიშვილს 1 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული. მომდევნო 6 მატჩს "ულსან ჰიუნდაი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც იაპონურ
"კავასაკი ფრონტალეს", ჩინურ "ხუანჭოსა" და მალაიზიურ "ჯოჰორ დარულ ტაზიმს" დაუპირისპირდება.

altყაზაიშვილის მაგარი გოლი და ვაკო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კაია მარა ნაკრებში რო შეაგდო ის უფრო ლამაზი იყო
ლშა_იუვენტინო
14:26 09-04-2022
0
ტრიველას ქართულად ჰქვია - ხომურა, სეივს-ხსნა/მოგერიება/აღება/, კრეატიულს-შემოქმედებითი/გონიერი/, ბაჩოკს-ბასმურა, სკორპიონს-ვეგურა, ნასოკს-ჭვინტი(ან წკვერტა), კაპიშონს- კაბაშური (ნაღდი მეგრული სიტყვაა), აუტსაიდერს - ბახი, პერმანენტულს-მუდმივი და ასე შემდეგ!!!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა კვარაცხელია
19:53 09-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული