ბერიძემ და ზივზივაძემ გაიტანეს - "უიპეშტი" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ გამოიჩინეს თავი.

27-ე ტურში ქართველების "უიპეშტმა" გასვლაზე "პაკშის" 3:1 სძლია. 24-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე ბერიძემ ზივზივაძის პასით ანგარიში გაათანაბრა, 56-ე წუთზე უკვე ბერიძის პასით ზივზივაძემ გაიტანა, ხოლო შემდეგ ბერიძის ჩაწოდებული ბურთი მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ბერიძემ 72-ე წუთამდე ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 6 გოლია, ზივზივაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და რაც "უიპეშტში" გადავიდა, 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ჩვენებურების ძალისხმევით "უიპეშტი" გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, 36 ქულით მე-5 ადგილზეა და 16 აპრილს
"ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ, ბიჭებო! ბერიძე აშკარად იმსახურებს ნაკრების სასტარტოში შანსს, თუნდაც გიბრალტართან. ბუდუს რაც შეეხება, ძალიან მიხარია რომ ისე კარგად ათამაშდა რომ კრიტიკოსები ჩააჩუმა (ჩემი ჩათვლით). მთავარია, ეს ფორმა ივნისამდე შეინარჩუნოს და ჩვენს მეტოქეებსაც არაერთხელ გაუტანს
fani
11 აპრილი 2022 00:11
0
ყოჩაღ ბიჭები! ასეთი ცეცხლი გვინდა დაანთოთ ნაკრებშიც.
თენგაბი
10 აპრილი 2022 23:09
0
გილოცავთ დიდებულია.
დევკალიონი
10 აპრილი 2022 22:29
0
ეს თუ ასეთ გადაცემებს აკეთებს რა უნდა გამოკვეთილ ფორვარდად ათამაშეთ 10 ნომერზე გამათამაშებლად.
კახა
10 აპრილი 2022 23:18
2
გამთამაშებლადაც ივარგებს
ლევან მაღლაკელიძე
11 აპრილი 2022 14:19
0
რა ქნას ბერიძემ მეტი, ავტომატიდან ხომ არ დაცხრილავს კარს :)
საბა
11 აპრილი 2022 14:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული