კიტეიშვილთან ერთად "შტურმმა" მეტოქეები წალეკა - ავსტრიული მედია

AutoSharing Option
ავსტრიული krone გრაცის "შტურმის" წარმატებულ თამაშში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის როლზე წერს:

"შტურმმა“ ბუნდესლიგა წალეკა - "კლაგენფურტი“, "ვოლფსბერგერი“ და "აუსტრია“. ბევრი უკვე ხედავს, რომ გრაცელები აღმავლობის გზაზე დგანან – ამას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობს. ერთ-ერთი მთავარი გუნდის ჯადოქარი ოთარ კიტეიშვილია – გუნდმა სამივე თამაში მას შემდეგ მოიგო, რაც ის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. "ქართველ მესისთან“ ერთად, რომელიც ახარებს გულშემატკივრებს, გრაცელები არ აგებენ. მან 11-ჯერ ითამაშა და "შტურმმა“ 9 მატჩი მოიგო. მასთან ერთად "შტურმის“ საშუალო ქულაა 2,35, მის გარეშე – 1."

შეგახსენებთ,
გასულ ტურში ოთარმა მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა. ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ზონაში გრაცელები მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ "ზალცბურგს" სოლიდურად ჩამორჩებიან. წინ კიდევ 6 ტურია.

altკიტეიშვილმა თანაგუნდელს საგოლე პასი "დაუხატა" - "შტურმმა" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
კიტე, ერთ-ერთი უნიჭიერესი ბიჭია, ძალიან მალე, მაგარ გუნდში გაიჩითება. აი ნახავთ. წარმატებები ოთოს!
ლევანი
14:34 14-04-2022
0
ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი და სტაბილური ქართველი ფეხბურთელი. ხვიჩაც თუ სტაბილურად განვითარდება და მოუმატებს,ოთარსაც აჯობებს,ამის ყველა მონაცემი აქვს
საქართველო
01:51 14-04-2022
1

სიახლეები პოპულარული